ხელმისაწვდომობის განცხადება

შესავალი

Tinder-ში ჩვენ ვალდებულნი ვართ შევქმნათ და ინტეგრირება გავუკეთოთ ტექნოლოგიებს, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს ინტუიციური, ინკლუზიური და ყველასთვის ხელმისაწვდომი გზებით. ჩვენ ამაყად ვემსახურებით გლობალურ და მრავალფეროვან საზოგადოებას — ვიღებთ ყველა ასაკის, რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, წარმომავლობის, შესაძლებლობებისა და ურთიერთობის მიზნების მქონე ადამიანებს. ჩვენ ამ ერთგულებას შემდეგი გზებით ვაჩვენებთ:

  • მუდმივი ტრენინგი ხელმისაწვდომობის საკითხებში: ჩვენი გუნდი გადის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებულ მომზადებას, რომლის მიზანია თანამშრომლების შესაბამისი უნარებით აღჭურვა, ინკლუზიურობის დონის გასაუმჯობესებლად და მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის ხარისხის ასამაღლებლად.  

  • გლობალური ხელმისაწვდომობის სტანდარტებთან შესაბამისობა: ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ ჩვენი თითოეული წევრის საჭიროება, ხელმისაწვდომობის დადგენილი სტანდარტების, მაგალითად, W3C ვებკონტენტით ხელმძღვანელობის პრინციპების 2.2 AA დონისა (WCAG 2.2 AA) და EN 301 549 ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტის შესაბამისად.

  • რეგულარული ტესტირება: რეგულარულად ვამოწმებთ ხელმისაწვდომობის უახლეს სახელმძღვანელო პრინციპებთან ( მაგ., WCAG 2.2 AA სახელმძღვანელო პრინციპებთან) ჩვენი სერვისების შესაბამისობას და ხელმისაწვდომობის შენარჩუნების მიზნით მათში შეგვაქვს აუცილებელი სიახლეები.

  • უკუკავშირის მექანიზმები: ჩვენი მომხმარებლებისთვის შევქმენით არხები, რათა ხელმისაწვდომობის საკითხებთან დაკავშირებით გვქონდეს მათთან უკუკავშირი და ვცდილობთ, ნებისმიერი პრობლემა დაუყოვნებლივ აღმოვფხვრათ.  

  • ვაღიარებთ, რომ სამუშაო და გასაკეთებელი კიდევ ბევრია: ჩვენი ვალდებულებაა, გავაგრძელოთ მუშაობა, რათა დავეხმაროთ ყველას, ნებისმიერ წერტილში, რომ ჰქონდეთ სხვებთან დაკავშირების, სასურველ ჯგუფთან მიკუთვნებისა და ღირებული ურთიერთობების შექმნის შესაძლებლობა, ყოველგვარი ბარიერის, მიკერძოებისა და გარიყულობის გარეშე.

სერვისის აღწერა და ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის ზომები

Tinder-ის მისიაა, მსოფლიოს გარშემო მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს დაეხმაროს ღირებული ურთიერთობების შექმნაში. ჩვენი მიზანია, სერვისი ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა ფორმატში და დააკმაყოფილოს მომხმარებელთა ფართო სპექტრის საჭიროებები. ამ მიზნის განსახორციელებლად ჩვენ ვეცადეთ მიგვეღო უამრავი ზომა, მათ შორის, და არა მხოლოდ, შემდეგი:

  • ტექსტზე დაფუძნებული აღწერილობები: არატექსტური, ინფორმაციული კონტენტის ალტერნატივები და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის გასაგები ენით.  

  • აუდიომხარდაჭერა: თხრობითი აღწერილობები, რომლებიც განკუთვნილია მხედველობაშეზღუდული მომხმარებლებისთვის.  

  • ეკრანის წამკითხველებთან თავსებადობა: სერვისები თავსებადია ეკრანის პოპულარულ წამკითხველებთან.  

  • მულტიმედიური ალტერნატივები: საჭიროებისამებრ ვიზუალურ და მულტიმედიურ კონტენტს თან ახლავს წარწერები/სუბტიტრები, ტრანსკრიპტები, აუდიოაღწერილობები და ალტერნატიული ტექსტი.  

  • საკმარისი კონტრასტისა და მასშტაბირების ფუნქციები: მხედველობადაქვეითებული მომხმარებლებისთვის საკმარისი კონტრასტის უზრუნველყოფა, ვიზუალური ელემენტებისა და ტექსტის მასშტაბირებისთვის.

ჩვენი სერვისი მოწოდებულია ინტერფეისით, რომელიც შემდეგნაირად უჭერს მხარს ხელმისაწვდომობას:

  • მარტივი ნავიგაცია: ლოგიკური განლაგებები თანმიმდევრული სათაურებით, ორიენტირებითა და ნავიგაციით.

  • კლავიატურის ხელმისაწვდომობა: ფუნქციები, რომელთა მართვაც კლავიატურის მეშვეობითაა შესაძლებელი.  

  • დახმარება და მხარდაჭერა: გზამკვლევები ხელმისაწვდომი ფორმატებით, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებისთვის.

  • მორგებადი პარამეტრები: მომხმარებლებისთვის პარამეტრების პერსონალიზაციის ფართო არჩევანი, მაგალითად, ტექსტის ზომის შეცვლის მხარდაჭერა მობილური მოწყობილობის პარამეტრებში, თემებსა და ჩვენების რეჟიმებში.  

მუდმივად ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისების ხელმისაწვდომობა, შემდეგი რესურსების შემოთავაზებით: 

  • მარტივად აღსაქმელი კონტენტი: ჩვენი მიზანია ვიზუალური და სმენითი ინფორმაციის ისე წარდგენა, რომ შესაძლებელი იყოს მისი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგება.  

  • ოპერატიული ინტერფეისი: ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს სერვისებში კლავიატურით ნავიგაციის შესაძლებლობასა და მათ დამხმარე ტექნოლოგიებთან თავსებადობაზე.  

  • მარტივად გასაგები დიზაინი: ჩვენი ინტერფეისი იყენებს მკაფიო და მარტივ ენას და არ შეიცავს ზედმეტად რთულ ელემენტებს.  

  • მდგრადი კონტენტი: ჩვენი მიზანია, შევიმუშაოთ და შევქმნათ კონტენტი, რომელიც თავსებადი იქნება მომხმარებლის როგორც არსებულ, ისე მომავალ დამხმარე ტექნოლოგიებთან.

შეზღუდვები და ალტერნატივები

მიუხედავად იმისა, რომ მიზნად ვისახავთ ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გამოცდილების შექმნას, არსებობს გარკვეული შეზღუდვები. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ აპის გადატვირთვა, ხელმისაწვდომობის განახლებასთან წვდომის მისაღებად, ან ფოტოზე ორჯერ შეხება, გამოსახულების გარკვეული მასშტაბით გასადიდებლად ან დასაპატარავებლად (როგორც რამდენიმე თითით დაჭერის ჟესტის ალტერნატივა). გარდა ამისა, ანიმაციების დაპაუზება შესაძლებელია თქვენს ოპერაციულ სისტემაში, ანიმაციის პარამეტრების გამორთვით. რაიმე პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში შეგვატყობინეთ და შევიმუშავებთ პრობლემის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის საშუალებას.

უკუკავშირი და საკონტაქტო ინფორმაცია 

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მიიღებთ თქვენს გამოხმაურებას ჩვენი სერვისების ხელმისაწვდომობაზე. თუ რაიმე ხელმისაწვდომობის ბარიერს წააწყდებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენი დახმარების ცენტრის ან ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი მეთოდით:

საფოსტო მისამართი: 

თუ ევროპის ეკონომიკურ ზონაში, გაერთიანებულ სამეფოში ან შვეიცარიაში ცხოვრობთ: 

MTCH Technology Services Limited 

Tinder

10 Earlsfort Terrace

Dublin 2, D01 T380 Ireland 


თუ ნებისმიერ სხვა რეგიონში ცხოვრობთ: 

Tinder LLC 

P.O. Box 25472,

Dallas, Texas, 75225