გაიდლაინები მომხმარებლებისთვის
მოგესალმებით Tinder-ზე!
Tinder ადგილია, სადაც მნიშვნელოვანი კავშირები მყარდება. ყველაფერი დასვაიპებით იწყება. ზოგჯერ დააწკაპუნებთ. ზოგჯერ თავს შეიკავებთ. ზოგჯერ კი ლაპარაკი რაღაც უფრო სერიოზულში გადადის. შესაძლებლობები უსასრულოა. ზღვარი არ არსებობს. მივესალმებით ყველას (სრულწლოვანს), ვინც ახალი შესაძლებლობების ძიებაშია.
ჩვენი მიზანია, რომ Tinder იყოს მხიარული, უსაფრთხო და ტოლერანტული სივრცე, რომელშიც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს დარჩეს ისეთი, როგორიც არის და გაიცნოს სხვები. სწორედ ამიტომ შევქმენით გაიდლაინები მომხმარებლებისთვის, რათა მათი მეშვეობით წარმოდგენა შეიქმნათ სათანადო ქცევის წესებზე როგორც აპში, ისე მის მიღმა. ასე რომ, განაგრძეთ გაიდლაინების წაკითხვა, რადგან მათ დაუცველობას შესაძლოა მოჰყვეს გაფრთხილება ან ანგარიშის დაბლოკვა.
Tinder-ის წესები:
1. დაიცავით პირადი საზღვრები. ყველა ადამიანს კომფორტის განსხვავებული დონე გააჩნია. ამიტომ ჩვენთან დაუშვებელია სიშიშვლე, სექსუალური ხასიათის კონტენტი, საკუთარი სექსუალური მიდრეკილებების გამჟღავნება ან საჯარო პროფილის გამოყენებით სექსუალური ურთიერთობების ძიება. ეს ყველაფერი დაშვებულია პირად მიმოწერაში, თუკი მისი ყველა მონაწილე ამაზე თანახმაა. ყველაზე მნიშვნელოვანი თანხმობაა.2. ინფორმაციის გაზიარებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე და კეთილგონიერება. პირადი ინფორმაციის ან სხვებისთვის თქვენთან დასაკავშირებელი გზების (მაგალითად, ტელეფონის ნომრის, ელფოსტის მისამართის ან სოციალური მედიის პროფილების) გასაჯაროება მიზანშეუწონელია. არაგონივრულია კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომრის ან ელფოსტის პაროლის გაზიარებაც. არავის მოსთხოვოთ მათი პირადი ინფორმაციის თქვენთვის გამოგზავნაც. გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუკი ვინმე მათთვის თანხის გადარიცხვას გთხოვთ ან ინვესტირებას გთავაზობთ, სავარაუდოდ ეს თაღლითობაა.3. თავი შორს დაიჭირეთ ძალადობრივი კონტენტისგან. ჩვენ ხელს ვუწყობთ პოზიტიური გარემოს შექმნას და ვგმობთ ყველანაირ კონტენტს, რომელიც შეიცავს სისხლიან სცენებს ან სიკვდილს, ძალადობრივი ქმედებების (ადამიანების ან ცხოველების მიმართ) ამსახველ სურათებს ან აღწერილობებს, იარაღის გამოყენებას ან თვითდაზიანების ნებისმიერი სახით წახალისებას თუ მის განდიდებას.თუკი მიგვაჩნია, რომ არსებობს დაზიანების მიყენების გარდაუვალი საფრთხე, დახმარების აღმოჩენის მიზნით შეიძლება მივიღოთ ისეთი ზომები, როგორებიცაა უშუალოდ თქვენთან დაკავშირება და კრიზისული სიუაციების გადასაჭრელი რესურსების მოწოდება.
4. დაამყარეთ მხოლოდ პირადი კავშირები და არა საქმიანი ურთიერთობები. გამომწერების გაზრდის, საქონლის გაყიდვის, დაფინანსების მოპოვების ან კამპანიის წამოწყების მიზნით სოციალურ ქსელებში ნუ დაარეკლამებთ და გამოქავეყნებთ საკუთარ ანგარიშებს. ეს გულისხმობს იმასაც, რომ Tinder არაა განკუთვნილი სექსუალური მომსახურებებისთვის, ესკორტისთვის ან ანაზღაურებადი ურთიერთობებისთვის. ასე რომ, ვერა – Tinder-ზე თქვენს ფულიან დედიკოს ვერ იპოვით.5. იყავით ის, ვინც სინამდვილეში ხართ. ადამიანებს სურთ გაგიცნონ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ. არა ისეთი, როგორადაც თავი მოგაქვთ. ნუ შექმნით ყალბ ანაგარიშს ან ნუ დაიწყებთ სხვა პიროვნებად თავის მოჩვენებას, თუნდაც გართობის მიზნით.6. კომუნიკაციისას პატივი ეცით სხვას. ახალ ადამიანებთან ურთიერთობა ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სრულიად განსხვავებული წრის წარმომადგენელთან გიწევთ კომუნიკაცია. პატივისცემა ბევრს ნიშნავს.თუკი მიმოწერა მოულოდნელად ცუდად წავიდა და ატყობთ, რომ ღიზიანდებით ან ბრაზდებით, შეისვენეთ და რეაგირებამდე გააანალიზეთ სიტუაცია. დაუშვებელია შევიწროება, მუქარა, ძალადობა, დაშინება, პირადი ინფორმაციის უნებართვოდ გამჟღავნება, სექსუალური გამოძალვა, შანტაჟი ან ზიანის მიყენების ნებისმიერი მიზანმიმართული ქმედება.
Tinder-ზე სიძულვილის ადგილი არაა. ჩვენ არასდროს დავუჭერთ მხარს რასიზმს, შუღლს, სიძულვილს ან ძალადობას ადამიანის პიროვნების, მისი იდენტობისა თუ გარეგნობის საფუძველზე. ეს მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ისეთ ნიშნებს, როგორებიცაა სხვა პიროვნების რასა, ეროვნება, საიმიგრაციო სტატუსი, კასტა, რელიგია, გენდერული იდენტობა, სექსუალურ ორიენტაცია, შეზღუდული შესაძლებლობები, სხეულის ტიპი ან ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუკი ვინმე არ აკმაყოფილებს თქვენს კრიტერიუმებს, ნუ დაალაიქებთ მას ან უბრალოდ გააუქმეთ მეჩი. ნუ გამოგზავნით მათზე მოხსენებას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ფიქრობთ, რომ ისინი ჩვენს პოლიტიკას არღვევენ.
7. იხელმძღვანელეთ სიკეთით და არა სიბოროტით. ნებისმიერი სახის ქმედება ან ქცევა, რომელიც მიანიშნებს, მიზნად ისახავს ან ზიანს აყენებს სხვა მომხმარებელს, როგორც პლატფორმაზე, ისე მის მიღმა, ფიზიკურად თუ ციფრულად, აღიქმება სრული სიმკაცრით. ეს მოიცავს ზიანის მიყენების ნებისმიერ მოწოდებას ან წაქეზებასაც.თუკი Tinder-ზე სხვა პირმა მოგაყენათ ზიანი: უპირველეს ყოვლისა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, შემდეგ კი დრო დაუთმეთ იმაზე ფიქრს, რა დაგჭირდებათ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, იქნება ეს დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა, ინფორმაციის გასაჯაროება, მხარდაჭერის მიღება თუ ერთდროულად ყველა ზემოთმოხსენებული. თუკი ეს მოიცავს ჩვენთვის ზიანის თაობაზე მოხსენებას, მოგვმართეთ. ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით.
8. დაიშვებიან მხოლოდ ზრდასრულები. Tinder-ის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ 18 წლისა და მეტი ასაკის მომხმარებლებს. რაც ნიშნავს იმას, რომ პლატფორმაზე დაუშვებელია თანმხლები პირის გარეშე მყოფი ან შეუმოსავი არასრულწლოვნების, მათ შორის, თქვენი პატარაობის ფოტოსურათების გაზიარებაც – არ აქვს მნიშვნელობა, როგორი საყვარელი იყავით ბავშვობაში.9. დაემორჩილეთ კანონს. არასდროს იქნება ნებადართული რაიმე სახის უკანონო კონტეტი ან აქტივობა. რაც ნიშნავს იმას, რომ დაუშვებელია Tinder-ის გამოყენება ნარკოტიკებისა თუ ყალბი საქონლის ყიდვა-გაყიდვისთვის და კანონდამრღვევი ქმედების ჩადენაში დახმარების თხოვნის მიზნით. მკაცრად აკრძალულია Tinder-ის გამოყენება არასრულწლოვანთათვის ზიანის მიყენების ან ადამიანით ვაჭრობის მხარდაჭერისა თუ მასში მონაწილეობის მიზნით.10. ერთი ადამიანი – ერთ ანგარიში. ერთ ანგარიშს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი მფლობელი. ლოგისტიკისა და კონფიდენციალობის მიზეზებიდან გამომდინარე მხარვს ვერ დავუჭერთ რამდენიმე ადამიანის მიერ ერთსა და იმავე ანგარიშზე წვდომას. თითოეულ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს საკუთარი ანგარიში. აგრეთვე, ერთ ადამიანს ერთდროულად არ უნდა ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში.11. ეს თქვენი სივრცეა, განათავსეთ პირადი კონტენტი. ნუ გამოაქვეყნებთ სხვების სურათებსა თუ პირად მიმოწერებს, თუ ამაზე თანხმობა არ მიგიღიათ. ნუ გამოაქვეყნებთ ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც სხვების საავტორო უფლებებით ან სავაჭრო ნიშნებითაა დაცული.12. იყავით Tinder-ის სამაგალითო მომხმარებელი. ნუ გამოიყენებთ Tinder-ს ბოროტად. არ გამოიყენოთ Tinder ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გასავრცელებლად. არ გაავრცელოთ მავნე ბმულები და არასასურველი კონტენტი. არ შექმნათ რამდენიმე ანგარიში. არ გამოიყენოთ Tinder ადამიანების მოსატყუებლად, მათი მანიპულაციისთვის ან მათგან თანხის ან სხვა სარგებლის მისაღებად. მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ახალგაცნობილ ადამიანებზე საუბარი დაშვებულია, თუმცა თავი შეიკავეთ სხვისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისგან. არ წარმოადგინოთ ცრუ, შეცდომაში შემყვანი ან მავნე მოხსენებები. არ გამოიყენოთ მესამე მხარის აპები ან სხვა ტექნოლოგიური საშუალებები ფუნქციებზე წვდომის მიღების ან სისტემის მოტყუების მიზნით. Tinder-თან, მეჩის ჯგუფთან ან მის შვილობილ კომპანიებთან პირდაპირი კომუნიკაციისას ნუ შეურაცხყოფთ ან დაემუქრებით მათ და სხვაგვარად ნუ დაარღვევთ წინამდებარე წესებს.13. იყავით აქტიური. თუკი ორი წლის განმავლობაში არ შეხვალთ Tinder-ის ანგარიშზე, ვივარაუდებთ, რომ მას არ იყენებთ და შესაძლოა უმოქმედობის გამო წავშალოთ ის. ასე რომ, თუკი გსურთ ხილვადობის შენარჩუნება, დროდადრო შემოდით აპში.მოხსენება
როგორც Tinder-ის იჯახის წევრს, მოგიწოდებთ, თამამად გამოთქვათ სათქმელი და არ იყოთ ჩუმად. თუკი ვინმე ზიანს გაყენებთ ან არღვევს გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის, აუცილებლად მოგვახსენეთ. თქვენი მოხსენება ყოველთვის კონფიდენციალური იქნება. მოხსენების წარმოდგენით გვეხმარებით საზიანო ქცევის აღკვეთასა და სხვების დაცვაში.
ზეგავლენა
ჩვენ რული სერიოზულობით ვეკიდებით გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის და ვაცნობიერებთ მათ ზეგავლენას ჩვენი პლატფორმის წევრებზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი ყველამ ზედმიწევნით დაიცვას. ჩვენთან მოქმედებს გაფრთხილების სისტემა, თუმცა თუკი დარღვევები არ შეწყდება ან თუკი დარღვევა საგანგაშოა, მივიღებთ სათანადო ზომებს.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ ნებისმიერი შენაძენისთვის გამოვიძიოთ ან/და თანხის დაბრუნების გარეშე გავაუქმოთ ანგარიშები, თუკი დადგინდა, რომ თქვენ ბოროტად გამოიყენეთ მომსახურება, ჩაიდინეთ Tinder-ისთვის არასათანადო, უკანონო ქმედება და დაარღვიეთ გაიდლაინები მომხმარებლებისთვის ან გამოყენების პირობები. ეს ასევე მოიცავს მომსახურების ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ქმედებებს ან მიმოწერებს, თუკი ისინი ეხება Tinder-ის საშუალებით გაცნობილ ადამიანებს.