Tinder-ის გამოყენების პირობები

ძალაშია 2026 წლის 1 მარტიდან. გადმოიწერე ეს გამოყენების წესები PDF ფორმატში

წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ჩვენი გამოყენების პირობების მოკლე მიმოხილვას.

  • კალიფორნიის გამომწერები: თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი გამოწერა, რაიმე სასჯელის ან ვალდებულების გარეშე, ნებისმიერ დროს, თქვენი გამოწერის გააქტიურების თარიღიდან მესამე სამუშაო დღის შუაღამემდე.

  • გარე სერვისის გამოწერები: იმ შემთხვევაში, თუკი გამოწერა გაააქტიურეთ გარე მომსახურების (მაგ., Apple ID-ის, Google Play-ის) საშუალებით, ის უნდა გააუქმოთ გარე სერვისის მეშვეობით, ისე, როგორც ეს დეტალურადაა განხილული 8ა პუნქტში.

  • Apple ID-ისგან თანხის დაბრუნება: იმ შემთხვევაში, თუკი გამოწერა გაააქტიურეთ Apple ID-ის გამოყენებით, თანხის დაბრუნებას Apple მართავს და არა Tinder. Apple-ისგან თანხის დაბრუნება შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი Apple ID-ის შესაბამისი ანგარიშის გამოყენებით, თქვენი ტელეფონიდან ან ვებგვერდზე https://getsupport.apple.com.

  • ყველა სხვა თანხის დაბრუნება: ყველა სხვა მომხმარებელს თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეუძლია ჩვენი დახმარების ცენტრიდან Tinder-ის მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირებით, ან ელექტრონული ფოსტისა თუ ხელმოწერილი და დათარიღებული შეტყობინების წარმოდგენით. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ თქვენ, შემსყიდველი, ითხოვთ წინამდებარე ხელშეკრულების გაუქმებას ან ის უნდა შეიცავდეს მსგავსი შინაარსის ტექსტს. აგრეთვე, შეტყობინებას თან უნდა დაურთოთ თქვენი სახელი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ან რაიმე სხვა სპეციფიკური მაიდენტიფიცირებელი, რომელიც გამოიყენეთ ანგარიშის შექმნისას.

გაუქმების/შეტყობინებების საკონტაქტო ინფორმაცია: Tinder, Attn: Cancellations, P.O. Box 25472, Dallas, Texas 75225, USA.

საზოგადოების მისამართი: კომპანიის საქმიანობა ნაწილობრივ ხორციელდება შემდეგ მისამართზე: 8750 N. Central Expressway, Suite 1400, Dallas, TX 75231.

წესების მოთხოვნა: წინამდებარე გამოყენების პირობების (შემდგომში „პირობების“) ელექტრონული ფოსტით მიღება შესაძლებელია წერილის გამოგზავნით მისამართზე: Terms Inquiries, P.O. Box 25472, Dallas, Texas 75225, USA.

კალიფორნიის მომხმარებელთა საჩივრები: კალ.-ის შტატის სამოქ. კოდი §1789.3 შესაბამისად, საჩივრის არსებობის შემთხვევაში, წერილობით შეგიძლიათ მიმართოთ კალიფორნიის სამომხმარებლო საქმეთა დეპარტამენტის მომხმარებელთა მხარდაჭერის დივიზიის მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილებას, მისამართზე: Consumer Information Division, 1625 North Market Blvd., Suite N112 Sacramento, CA 95834, ან დაუკავშირდეთ ნომერზე (800) 952-5210.

შენიშვნა: ჩვენი თანამშრომლების დასახმარებლად რამდენიმე თავში შევიტანეთ მოკლე მიმოხილვები, რომლებიც ხელს შეუწყობს დოკუმენტის უფრო სწრაფად წაკითხვასა და გაგებას. მიმოხილვები განთავსებულია მოხმარების გასამარტივებლად და წარმოადგენს თითოეული თავის სრულ ტექსტში ჩამოთვლილი შინაარსის ნაწილს, თუმცა ვერ ჩაანაცვლებს სრულყოფილად მსგავსი შინაარსის ტექსტს, რომლის სრულად წაკითხვის შემთხვევაში, შეძლებთ სრული ინფორმაციის მიღებას.

  1. 1. შესავალი

    Tinder-ის მომსახურებებზე წვდომით ან მათი გამოყენებით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ დაიცავთ გამოყენების შესახებ წინამდებარე შეთანხმების პირობებს ("პირობები" ან "შეთანხმება"), მათ შორის, ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ქუქი-ფაილების შესახებ პოლიტიკას, გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის და უსაფრთხოების შესახებ რჩევებს; ამგვარად, ანგარიშის შექმნამდე, მნიშვნელოვანია, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმებას და მოცემულ წესებსა და პროცედურებს.

    დავების გადაწყვეტა: ყურადღებით გაეცანით დავის გადაწყვეტის შესახებ დებულებებს, რომლებიც მოცემულია ქვემოთ, მე-15 პუნქტში. აღნიშნული დებულებები არეგულირებს Tinder-სა და თქვენ შორის წარმოქმნილი დავის განხილვის გზებს.

    15-ე მუხლი მოითხოვს, შეზღუდული გამონაკლისების გარდა, რომ თქვენსა და Tinder-ს შორის არსებული ყველა დავა გადაწყდეს სავალდებულო და საბოლოო არბიტრაჟის გზით, მათ შორის დავებიც, რომლებიც დაკავშირებულია არბიტრაჟის შესაძლებლობასთან. 15-ე მუხლი ასევე მოიცავს სავალდებულო, წინასაარბიტრაჟო არაფორმალურ დავის გადაწყვეტის პროცესს, მცირე მოთხოვნის სასამართლოს არჩევანს, უარის თქმას ჯგუფური სარჩელის და ჟიურის განხილვაზე, ასევე დამატებით პროცედურებს მასობრივი არბიტრაჟის საჩივრებისთვის, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს უფლებებზე. არბიტრაჟი, როგორც წესი, მოიცავს აღმოჩენისა და სააპელაციო განხილვის უფრო ნაკლებ ეტაპს, ვიდრე სასამართლო.

    მოცემული პირობები შესაძლოა დროდადრო განვაახლოთ. შესაბამისად, რეგულარულად ეწვიეთ ამ გვერდს, რათა გაეცნოთ განახლებებს.

    კონტრაქტით დაკავშირებული პირები: მოგესალმებით Tinder-ზე.

    • თუ შენი საცხოვრებელი ადგილი მიეკუთვნება ევროპის ეკონომიკურ ზონას, გაერთიანებულ სამეფოს ან შვეიცარიას, წინამდებარე პირობები იდება შენსა და: MTCH Technology Services Limited ("MTCH Technology") 10 Earlsfort Terrace Dublin 2, D01 T380 Ireland შორის

    • თუ იაპონიაში ცხოვრობ, გამოყენების პირობები ძალაში შედის შენსა და შემდეგ სუბიექტს შორის: MG Japan Services GK ("MG Japan") Sumitomo Fudosan Azabu Bldg. 1-4-1 Mita Minato-ku, Tokyo 108-0073 Japan

    • თუ მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ადგილას ცხოვრობს, წინამდებარე გამოყენების პირობები ვრცელდება შენსა და კომპანია: Tinder LLC ("Tinder") 8750 North Central Expressway, Suite 1400 Dallas, TX 75231, USA შორის

    ტერმინები: „ჩვენ“, „კომპანია“ და/ან „Tinder“ მოქმედებს თქვენს საცხოვრებელ ადგილმდებარეობაზე მითითებულ MTCH Technology-ს, MG Japan-ს ან Tinder-თან მიმართებაში. Tinder-თან ერთად თქვენ ერთობლივად შეიძლება მოხსენებულ იქნათ, როგორც „მხარეები“ ან ცალ-ცალკე, ან როგორც „მახრე“. წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები „Tinder“, „ჩვენ“, „კომპანია“, და „ჩვენი“ უნდა იგულისხმებოდეს Tinder LLC-ს და/ან MTCH Technology Services Limited-ის კონტექსტში, რაც დამოკიდებულია შესაბამისობებზე.

    ჩვენს მომსახურებებზე წვდომითა და მისი გამოყენებით Tinder.com ვებსაიტზე („ვებსაიტი“), Tinder-ის მობილურ აპლიკაციაზე („აპი“) ან Tinder-ის მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ სხვა შესაძლო პლატფორმასა თუ მომსახურებაზე (ერთობლივად, „მომსახურება “ან ჩვენი „მომსახურებები“), თქვენ თანხმობას აცხადებთ და პასუხისმგებლობას კისრულობთ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულზე პირობებზე. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება ყველა პირზე, რომელსაც წვდომა ექნება ან გამოიყენებს ჩვენს მომსახურებას, განურჩევლად რეგისტრაციის ან გამოწერის სტატუსისა.

    თქვენ მიერ ჩვენ მომსახურებებზე წვდომა და მათი გამოყენება აგრეთვე ექვემდებარება კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ქუქი-ფაილების შესახებ პოლიტიკას, გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის, უსაფრთხოების შესახებ რჩევებს და ნებისმიერ სხვა პირობას, რომელიც წარმოდგენილი გქონდათ და რომელსაც დაეთანხმეთ Tinder-ის მეშვეობით დამატებითი ფუნქციების ან მომსახურებების შეძენისას („შეძენის დამატებითი პირობები“), რომელშიც მითითებული პირობებიც თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას როგორც მითითება. თუ არ გსურთ, რომ წინამდებარე შეთანხმებაზე დაგეკისროთ პასუხისმგებლობა, არ მოახდინოთ წვდომა და არ გამოიყენოთ ჩვენი მომსახურება.

    სავალდებულო ფუნქციები: ჩვენ გვექნება უფლება, ნებისმიერ დროს შემოვიტანოთ ჩვენი მომსახურებისთვის სავალდებულო ფუნქციები. ეს ფუნქციები შემუშავდება ჩვენი მომსახურების ფუნქციონალობის, უსაფრთხოების, დაცულობისა და საერთო მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. რადგან ეს ფუნქციები სავალდებულოა, თუკი სურვილს გამოთქვამთ ამ ფუნქციების არ-გამოყენებაზე, შესაძლოა დაკარგოთ წვდომა თქვენს ანგარიშზე, ან მოგიწიოთ ამისთვის ანგარიშის გაუქმება, როგორც ეს აღწერილია პუნქტ 9-ში.

    წესებში ცვლილებები: აღნიშნულ პირობებში შესაძლოა დროდადრო განხორციელდეს ცვლილებები. შეტანილი ცვლილებების შესახებ შეტყობინება, ძალაში შესვლის განახლებულ თარიღთან ერთად, გამოქვეყნდება მოცემულ გვერდზე. შესაძლოა, წესებში შეტანილი ცვლილებების შესახებ შეგატყობინოთ ელექტრონული ფოსტით, აპის შეტყობინებით ან სხვაგვარი საშუალებით. თუმცა, თქვენ პირადად გევალებათ რეგულარულად შეამოწმოთ მოცემული გვერდი რაიმე ცვლილებისათვის. შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური მასშტაბით, ჩვენს მომსახურებებზე წვდომისა და მისი გამოყენების გაგრძელებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ ნებისმიერ ცვლილებაზე და, ამრიგად, ხდებით სამართლებრივად ვალდებული პირი განახლებული პირობების მიმართ. თუ თქვენ არ ეთანხმებით პირობების რომელიმე ცვლილებას, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ წვდომა ან ჩვენი მომსახურების გამოყენება.

    მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პუნქტ 14-ში მითითებულ პასუხისმგებლობის შეზღუდვასთან და პუნქტ 15-ში მითითებულ დავის გადაწყვეტასთან დაკავშირებული რაიმე არსებითი ცვლილება, ან სამართლებრივი მოთხოვნის არსებობისა, საჭიროებს თქვენს უშუალო თანხმობას. გარდა ამისა, შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ჩვენი შეხედულებისამებრ შევცვალოთ გამოწერის გეგმის ფარგლებში ფუნქციების ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ გზით.

  2. 2. ანგარიშის შესაფერისობა; თქვენი ვალდებულებები

    Tinder-ის ანგარიშის შექმნამდე დარწმუნდით, რომ აკმაყოფილებთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობის პირობებს. წინამდებარე პუნქტი აგრეთვე შეიცავს ინფორმაციას იმაზე, თუ რისი გაკეთების უფლება გაქვთ ან გეკრძალებათ ჩვენი მომსახურებების გამოყენებისას. ასევე, განხილულია უფლებამოსილებები, რომელთაც ანიჭებთ Tinder-ს.

    2ა. შესაბამისობა

    თქვენ გეკრძალებათ ანგარიშის შექმნა ან ჩვენი მომსახურებებით სარგებლობა, თუკი არ აკმაყოფილებთ ყველა ქვემოთ მოცემულს პირობას და ჩვენი მომსახურების გამოყენებისას ადასტურებთ და იძლევით გარანტიას, რომ:

    • ხართ, სულ მცირე, 18 წლის ფიზიკური პირი (ე.ი., არ წარმოადგენთ კორპორაციას, ამხანაგობას ან სხვა ტიპის ბიზნეს დაწესებულებას);

    • გაქვთ Tinder-თან სავალდებულო ხელშეკრულების დადების კანონიერი უფლება;

    • არ იმყოფებით აშშ-ის ხელისუფლების მიერ ემბარგო ზონად გამოცხადებული ქვეყნის ტერიტორიაზე, ან აშშ-ის ხელისუფლების მიერ „ტერორიზმის მხარდამჭერად“ გამოცხადებული ქვეყნის ტერიტორიაზე;

    • არ იღებთ მონაწილეობას იმ პირთა საქმიანობაში, რომელთაც ეკრძალებათ აშშ-ში ბიზნესის წარმოება (მაგალითად, სპეციალურად მითითებული კერძო პირთა ან რაიმე სხვა მსგავსი სამთავრობო სააგენტოს სიაში შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ) და არც არანაირი მსგავსი აკრძალვა არ გაქვთ დაკისრებული);

    • კანონით არ გეკრძალებათ ჩვენი სერვისების გამოყენება;

    • არ ჩაგიდენიათ, არ ხართ ნასამართლევი ან არ გაღიარებიათ დანაშაული, რომელიც გულისხმობს ძალადობას, ძალადობის მუქარას ან სექსუალურ ძალადობას;

    • არ მოგეთხოვებათ სექსუალური მოძალადის სახელით რომელიმე სახელმწიფო, ფედერალურ ან ადგილობრივ სექსუალურ დამნაშავეთა რეესტრში დარეგისტრირება;

    • ჩვენი მომსახურების ფარგლებში არ გაგაჩნიათ სხვა აქტიური ანგარიშები; და

    • აქამდე ჩვენ ან ჩვენს პარტნიორებს არ წაგვიშლიხართ ჩვენი ან ჩვენი პარტნიორების მომსახურებიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი გაგაჩნიათ ჩვენი ცალსახა წერილობითი ნებართვა ახალი ანგარიშის გახსნის თაობაზე.

    იმ შემთხვევაში, თუ ვეღარ დააკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, ავტომატურად შეგიწყდებათ ჩვენს სისტემებსა და მომსახურებებზე ყველანაირი ავტორიზებული წვდომა. შესაბამისად, თქვენ დაუყონებლივ უნდა წაშალოთ თქვენი ანგარიში, ჩვენ კი ვიტოვებთ უფლებას, გაფრთხილების გარეშე წავშალოთ თქვენი ანგარიში და გავაუქმოთ ჩვენს მომსახურებებზე წვდომა, ჩვენი შეხედულებისამებრ.

    2ბ. თქვენი ვალდებულებები

    თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ:

    1. დაემორჩილებით წინამდებარე პირობებს და დროდადრო გადაამოწმებთ წინამდებარე გვერდს, რათა დარწმუნდეთ, რომ ინფორმირებული ხართ ნებისმიერი სახის ცვლილებაზე;

    2. დაემორჩილებით ყველა მოქმედ კანონმდებლობას, რომელიც, მათ შორის, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება კონფიდენციალურობის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, სპამის საწინააღმდეგო კანონებითა და სხვა მარეგულირებელ მოთხოვნებით;

    3. გამოიყენებთ ვებსაიტის და/ან აპის უახლეს ვერსიას;

    4. მოეპყარით სხვა მომხმარებლებს თავაზიანად და პატივისცემით, როგორც ჩვენს სერვისებზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

    5. მომხმარებლის მოვლაზე ზრუნვის მიმართულებით ჩართულ ნებისმიერ კომუნიკაციაში ისარგებლოთ პატივისცემაზე დაფუძნებული მანერით;

    6. გადახედავთ რჩევებს უსაფრთხოების შესახებ;

    7. გადახედავთ და დაემორჩილებით გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის, დროდადრო განახლებების შესაბამისად; და

    8. მიიღებთ შესაბამის ზომებს, რათა თქვენი ანგარიშისა და შესვლის ინფორმაციას დაცულობა შეუნარჩუნდეს.

    2c. აკრძალული ქმედებები

    თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ არ:

    1. გააყალბებთ თქვენს იდენტობას, ასაკს, დასაქმებას (მიმდინარე ან წარსულ საქმიანობას), კვალიფიკაციას ან პირთან თუ დაწესებულებასთან კავშირს;

    2. გამოიყენებთ მომსახურებებს იმგავრად, რომ ამით ზიანი მიადგეს მომსახურებებს ან ხელი შეუშალოს სხვა მომხმარებელთა მიერ მათ გამოყენებას;

    3. გამოიყენებთ ჩვენს მომსახურებებს იმგვარად, რომ ამან ხელი შეუშალოს, შეაფერხოს ან უარყოფითად იმოქმედოს პლატფორმის, სერვერების ან ჩვენი მომსახურებების ქსელების ფუნქციონირებაზე;

    4. გამოიყენებთ ჩვენს მომსახურებებს ნებისმიერი სახის დამაზიანებელი, არაკანონიერი, ან ამორალური მიზნებისთვის, მათ შორის, ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ფულის გაყალბებით ან მსგავსი ტიპის ფინანსურ დანაშაულთა ჩადენის მიზნით ნებისმიერი სახის ვირტუალური საშუალების გამოყენებით;

    5. შეაწუხებთ, შეავიწროვებთ, უთვალთვალებთ, დააშინებთ, დაესხმებით თავს, ცილს დასწამებთ, მიაყენებთ ზიანს ან სხვაგვარად ცუდად მოექცევით ნებისმიერ პირს;

    6. გამოაქვეყნებთ ან გააზიარებთ აკრძალულ კონტენტს (იხილეთ ქვემოთ);

    7. გამოისთხოვთ სხვა მომხმარებლებს პაროლს ან პირად მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას არანაირი, მათ შორის, კომერციული ან უკანონო მიზნების განსახორციელებლად, ან გაავრცელებთ გარეშე პირის პირად ინფორმაციას მისი ნებართვის გარეშე;

    8. გამოსთხოვთ სხვა მომხმარებელს ფულს ან სხვა სახის ღირებულ ნივთებს, იქნება ეს საჩუქრის, სესხისა თუ კომპენსაციის სახით;

    9. გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის ანგარიშს ან გაუზიარებთ თქვენს ანგარიშს სხვა პირს;

    10. გამოიყენებთ ჩვენს მომსახურებას თაღლითობის, პირამიდული სქემისა თუ მსგავსი ქმედებებისთვის;

    11. გამოიყენებთ ჩვენ მომსახურებას ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დასაფინანსებლად ან არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აფიქსირებთ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს;

    12. დაარღვევთTinder-ის მიერ თქვენთვის მონიჭებული ლიცენზიის პირობებს (იხილეთ ქვემოთ მოცემული პუნქტი 6);

    13. გაამჟღავნებთ ისეთ პირადულ ან კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნების უფლებაც არ გაქვთ;

    14. გადაუღებთ ასლს, შეცვლით, გადასცემთ სხვას, გაავრცელებთ ან შექმნით რაიმე ტიპის მწარმოებლურ ნამუშევარს რომელიმე წევრის ან ჩვენი კონტენტის საფუძველზე, ან ჩვენი მომსახურების ფარგლებში ხელმისაწვდომი ნებისმიერი სახის საავტორო მასალის, სურათების, სავაჭრო ნიშნებისა თუ მსგავსი ინტელექტუალური საკუთრების, კონტენტის ან კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენებით, Tinder-ის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

    15. გამოხატავთ რაიმე სახით ან მიანიშნებთ, რომ თქვენ მიერ გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას მხარს უჭერს Tinder.

    16. გამოიყენებთ რობოტს, „ობობას“ (Crawler), საიტის საძიებო/აღსადგენ აპლიკაციას, პროქსი-სერვერს ან სხვა მექანიკურ თუ ავტომატურ მოწყობილობას, მეთოდს ან პროცედურას ჩვენის მომსახურების ან მისი კონტენტის ნავიგაციურ სტრუქტურასა და პრეზენტაციაზე წვდომის მიღების, მათი აღდგენის, ინდექსირების, მონაცემთა ინტელექტუალური ანალიზის (Data mining) ან რაიმე გზით რეპროდუქციისა თუ გვერდის ავლის მიზნით;

    17. ატვირთავთ ვირუსებს ან სხვა სახის მავნე კოდებს ან სხვა გზით შელახავთ ჩვენი მომსახურების უსაფრთხოებას;

    18. გააყალბებთ სათაურებს ან სხვა მანიპულაციის გზით შეცვლით მაიდენტიფიცირებლებს, რათა შენიღბოთ ჩვენი მომსახურებისთვის ან მომსახურების მეშვეობით გავრცელებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის წყარო;

    19. „მოაქცევთ ჩარჩოში“ ან „მიამსგავსებთ“ ნებისმიერ ჩვენს მომსახურებას, Tinder-ის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე;

    20. გამოიყენებთ Tinder-თან ან აღნიშნულ პლატფორმასთან დამაკავშირებელ მეტა თეგებს ან კოდებსა თუ სხვა საშუალებებს (ან რაიმე სავაჭრო ნიშანს, სავაჭრო სახელს, მომსახურების აღმნიშვნელ ნიშანს, ლოგოს ან Tinder-ის სლოგანს) ნებისმიერი პირის ნებისმიერ ვებსაიტთან რაიმე მიზნით გადამისამართებისთვის;

    21. შეცვლით, მოარგებთ, გასცემთ ქველიცენზირებას, გადათარგმნით, გაყიდით, გადააკეთებთ, გაშიფრავთ, გაუწევთ დეკომპილირებას ან სხვაგვარად დაანაწილებთ ჩვენი სერვისების გარკვეულ ნაწილს, ან სხვა პირებს მოუწოდებთ ამის გაკეთებისკენ;

    22. გამოიყენებთ ან განავითარებთ ნებისმიერი სახის მესამეული მხარის აპლიკაციებს ან სერვისებს, რომლებიც პირდაპირი კავშირში იქნებიან ჩვენს მომსახურებასთან, წევრის კონტენტთან ან ინფორმაციასთან, ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე, მათ შორის, არა მხოლოდ, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სისტემების მეშვეობით;

    23. გამოიყენებთ, გექნებათ წვდომა, ან გამოაქვეყნებთ Tinder აპლიკაციის პროგრამულ ინტერფეისს, ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე;

    24. გამოიკვლევთ, დაასკანერებთ ან შეამოწმებთ ჩვენი მომსახურების ან რომელიმე სისტემურ თუ ქსელურ მოწყვლადობას;

    25. წაახალისებთ, დაარეკლამებთ ან განაცხადებთ თანხმობას, ჩაერთოთ ნებისმიერ იმგვარ საქმიანობაში, რომელიც არღვევს პირობებს;

    26. შექმნით ახალ ანგარიშს ჩვენი ცალსახა ნებართვის მიღების გარეშე, ჩვენ მიერ თქვენი ანგარიშის შეჩერების ან გაუქმების შემდეგ;

    27. წარადგენთ მცდარ, შეცდომაში შემყვან ან სხვაგვარად აშკარად უსაფუძვლო ანგარიშს წევრის ქცევაზე ან კონტენტზე, ან ბოროტად გამოიყენებთ ანგარიშის ან საჩივრის წარსადგენ ნებისმიერ სისტემას, რომელიც ხელმისაწვდომია Tinder-ის პლატფორმაზე.

    იმ შემთხვევაში, თუკი ჩაიდენთ ნებისმიერ ზემოხსენებულ ქმედებას, წინამდებარე პირობების საფუძველზე თქვენთვის მონიჭებული ლიცენზია და მომსახურებებზე წვდომისთვის საჭირო ნებისმიერი სახის ნებართვა ავტომატურად უქმდება.

    2d. აკრძალული კონტენტი

    Tinder-ზე აკრძალულია გაზიარება ან ატვირთვა იმგვარი კონტენტისა, რომელიც:

    1. შესაძლოა გონივრულად შეფასდეს, როგორც სხვა პირთა მიმართ შეურაცხმყოფელი, შევიწროების გაწვევა, აბუნტება, უხერხულში ჩაყენება ან გონივრულობის ფარგლებში საგანგაშო ქცევა;

    2. უხამსია, პორნოგრაფიულია, ძალადობრივი ან შესაძლებელია სხვა დააზიანოს, ან შეიცავს სიშიშვლეს;

    3. შეურაცხმყოფელია, შედგება მუქარის შემცველი სიტყვებისგან, დისკრიმინაციულია, აცხადებს ან წაახალისებს რასიზმს, სექსიზმს, სიძულვილს ან შუღლს;

    4. არალეგალურია, როგორც ნებისმიერი უკანონო საქმიანობის წახალისება ან წამოწყება (მათ შორის ტერორიზმი, ადამიანებით ვაჭრობა, ფულის გათეთრება, ბავშვებზე ძალადობა და ექსპლუატაცია, ან ძალადობისა და სიძულვილის წაქეზება);

    5. წაახალისებს ან ხელს უწყობს იმგვარი ქმედებას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მომხმარებელს ან სხვა პირს, მათ შორის, არა მხოლოდ, თვითდაზიანების, კვებითი აშლილობების, საშიში გამოწვევების, ძალადობრივი ექსტრემიზმის ან საზიანო, არასწორი ინფორმაციის პროპაგანდით;

    6. მადისკრიდიტირებელი, ცილისმწამებლური, ან მცდარია;

    7. ეხება კომერციულ საქმიანობას (მათ შორის, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება გაყიდვებით, კონკურსებით, დასაქმების ან ინვესტირების შესაძლებლობებით, აქციებით ან რეკლამებით, მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნებით, სექს-სამუშაოთი, „შუგარ დედი“ ან „შუგარ ბეიბი“ ურთიერთობებით, სხვა ვებსაიტებზე გადასასვლელი ბმულებით ან პრემიუმ ხაზის სატელეფონო ნომრებით);

    8. მოიცავს ან ხელს უწყობს „ჯანქ ფოსტის“ ან სპამის გავრცელებას;

    9. შეიცავს რაიმე ჯაშუშურ პროგრამას, რეკლამას, ვირუსებს, დაზიანებულ ფაილებს, კომპიუტერულ ჭია პროგრამებს ან სხვა სახის მავნე კოდებს, რომლებიც შექმნილია ნებისმიერი პროგრამის, აპარატურის, სატელეკომუნიკაციო სისტემების, ქსელების, სერვერების ან სხვა მოწყობილობების მუშაობის შეფერხების, დაზიანების ან ნორმალური ფუნქციონირების შეზღუდვისა თუ ხელის შეშლის მიზნით. ასევე, შეიცავს „ტროას ცხენს“ ან ნებისმიერ სხვა მასალას, რომელიც შექმნილია Tinder-იდან ან სხვაგვარად მოპოვებული ნებისმიერი მონაცემის ან პირადი ინფორმაციის დაზიანების, შეფერხების, არამართლზომიერად ხელში ჩაგდებისა თუ დაუფლების მიზნით;

    10. არღვევს ნებისმიერი მესამე მხარის უფლებებს (რომლებიც, მათ შორის, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ინტელექტუალური საკუთრების უფლებებითა და კონფიდენციალურობის უფლებებით);

    11. შეიცავს სხვა პირის გამოსახულებას ან სხვა პირთან ვიზუალურ მსგავსებას, აღნიშნული პირის (ან, არასრულწლოვანის შემთხვევაში, არასრულწლოვანის მშობლის ან მეურვე პირის) თანხმობის გარეშე;

    12. შეიცავს გამოსახულებას ან ვიზუალურ მსგავსებას არასრულწლოვანი პირისა, რომელსაც თან არ ახლავს მშობელი ან მეურვე, რომელიც სრულად არაა შემოსილი ან სხვაგვარად ასახავს ან მიანიშნებს არასრულწლოვანი პირის სექსუალურ ქმედებებში ჩართულობაზე;

    13. არ შეესაბამება მომსახურებების მიზნობრივ გამოყენებას; ან

    14. შესაძლოა შელახოს Tinder-ის ან მისი პარტნიორი ორგანიზაციების რეპუტაცია, რაც გულისხმობს Tinder-ის პლატფორმაზე ატვირთვას ან გაზიარებას იმგვარი კონტენტისა, რომელიც Tinder-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების წინააღმდეგ ცილისმწამებლური შინაარსის მატარებელია ან წაახალისებს მომსახურებების ან Tinder-ის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ნებისმიერი მომსახურების არასწორად გამოყენებას.

    წინამდებარე პირობების („აკრძალული კონტენტი“ ) დამრღვევი კონტენტის ატვირთვამ ან გაზიარებამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის მყისიერი შეჩერება ან გაუქმება.

  3. 3. კონტენტი

    მნიშვნელოვანია, გესმოდეთ თქვენი უფლებები და მოვალეობები ჩვენი მომსახურების ფარგლებში შექმნილ ნებისმიერ, მათ შორის, თქვენ მიერ მოწოდებულ თუ გამოქვეყნებულ კონტენტთან დაკავშირებით. კატეგორიულად გეკრძალებთ უცენზურო კონტენტის გამოქვეყნება.

    ჩვენი მომსახურების გამოყენებისას წვდომა გექნებათ: (i) ჩვენი მომსახურების გამოყენებისას თქვენ მიერ ატვირთულ, მოწოდებულ ან გაზიარებულ კონტენტზე (თუკი ამას ჩვენი მომსახურება შემოგთავაზებდათ) („თქვენი კონტენტი“); (ii) ჩვენი მომსახურების გამოყენებისას სხვა მომხმარებლების მიერ ატვირთულ ან მოწოდებულ კონტენტზე („წევრის კონტენტი“); და (iii) ჩვენი მომსახურების გამოყენებისას ან გამოყენების მეშვეობით Tinder-ის მიერ მოწოდებულ კონტენტზე („ჩვენი კონტენტი“).

    დროის გასვლასთან ერთად Tinder შესაძლოა შეთავაზების ფარგლებში დამოუკიდებლად გამოიყენოს ან შემოგთავაზოთ აპლიკაციაში ხელოვნური ინტელექტის ან მანქანური სწავლების სისტემებზე მომუშავე ტექნოლოგიის ("AI Technology") შემოყვანა როგორც მომსახურების ნაწილი. " თქვენ სრულად პასუხს აგებთ ნებისმიერი ისეთი კონტენტის გამო, რომელიც მსგავსი ხელოვნური ინტელექტით შექმნით, ატვირთავთ ან გააზიარებთ. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, კონტენტი ითვალისწინებს ყოველგვარ ტექსტს, გამოსახულებას, ვიდეოს, აუდიოს ან სხვა სახის მასალას ჩვენს სერვისებში, რაც ასევე მოიცავს მომხმარებლის პროფილებზე ინფორმაციას და სხვა მომხმარებლებთან პირად შეტყობინებებს, ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ნებისმიერ კონტენტს, რომელიც თქვენ ქმნით, ატვირთავთ ან უზიარებთ სხვა მომხმარებელს.

    3ა. თქვენი კონტენტი

    თქვენ პასუხისმგებლობა გეკისრებათ საკუთარ კონტენტზე. არ გააზიაროთ არაფერი, რაც არ გინდათ იხილონ გარეშე პირებმა, რაც არღვევს წინამდებარე შეთანხმების პირობებს, ან რამაც შესაძლოა თქვენ ან ჩვენ დაგვაკისროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

     თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი საკუთარ კონტენტზე, შესაბამისად, თანხმობას აცხადებთ, რომ დაგვიცავთ, აგვინაზღაურებთ ზარალს, გაგვათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან და მოგვანიჭებთ უვნებლობას თქვენს კონტენტთან დაკავშირებით წაყენებულ ნებისმიერ პრეტენზიაზე.

    თქვენ ადასტურებთ და გვაძლევთ გარანტიას იმის შესახებ, რომ თქვენ მიერ ჩვენთვის ან სხვა მომხმარებლისთვის მოწოდებული ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ინფორმაცია მესამე მხარის წყაროს მეშვეობით) არის ზუსტი და რომ მის დასაზუსტებლად განაახლებთ თქვენს ანგარიშზე არსებულ ინფორმაციას. თქვენს პროფილზე განთავსებული კონტენტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ჩვენი მომსახურების მისიასთან. გეკრძალებათ რაიმე აკრძალული კონტენტის ატვირთვა და თქვენი კონტენტი უნდა შეესაბამებოდეს გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის.

    გეკრძალებათ თქვენთან ან ნებისმიერ სხვა პირთან დაკავშირებული რაიმე სახის პერსონალური საკონტაქტო ინფორმაციის, საბანკო ინფორმაციის ან თანაბარრანგიანი (P2P) გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაციის (მაგალითად, სახელების, საცხოვრებელი მისამართების ან საფოსოტო ინდექსების, ტელეფონის ნომრების, ელექტრონული ფოსტის მისამართების, URL-ების, საკრედიტო/სადებეტო ბარათების, P2P გადახდების მომხმარებლის სახელი ან სხვა ტიპის საბანკო დეტალების) გამოქვეყნება. თუკი გადაწყვეტთ სხვა მომხმარებლებისთვის რაიმე სახის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებას, აღნიშნულ ქმედებასა და მასთან დაკავშირებულ რისკზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ. ჩვენ კატეგორიულად მოგიწოდებთ, რომ ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში გაზიარებისას გამოიჩინოთ სიფრთხილე.

    თქვენი პროფილი ხილული იქნება სხვა პირებისათვის მთელ მსოფლიოში, ამგვარად, თქვენი კონტენტის გამოქვეყნებამდე, დარწმუნდით, რომ აღნიშნული კონტენტის გაზიარება თქვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას. თქვენ აცნობიერებთ და თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ თქვენი კონტენტი შესაძლებელია იხილონ სხვა მომხმარებლებმა და, მიუხედავად წინამდებარე პირობებისა, სხვა მომხმარებლებმა შესაძლოა თქვენი კონტენტი გაუზიარონ მესამე მხარეებს. კონტენტის ატვირთვით თქვენ ადასტურებთ და იძლევით გარანტიას იმაზე, რომ საამისოდ ფლობთ ყველა საჭირო უფლებასა და ლიცენზიას და ავტომატურად გვანიჭებთ ლიცენზიას, გამოვიყენოთ თქვენი კონტენტი ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია ქვემოთ, მე-7 პუნქტში.

    თქვენი კონტენტის და წევრების კონტენტის საშუალებით, შესაძლოა, ჩვენ მოგაწოდოთ ხელსაწყოები და ფუნქციები ინდივიდუალური თვითგამოხატვის გასაუმჯობესებლად, რადგან ჩვენ მუდმივად ვავითარებთ ახალ ტექნოლოგიებს ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად. ზოგიერთი ხელსაწყოები ან ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თქვენი კონტენტი შინაარსის შესაქმნელად ან გასაუმჯობესებლად, მათ შორის AI ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს ჯერ კიდევ თქვენი კონტენტია და თქვენ ხართ პასუხისმგებელი მასზე და მის სიზუსტეზე, ისევე როგორც თქვენი სერვისის გამოყენებაზე და ნებისმიერ გადაწყვეტილებებზე, მოქმედებებზე და ქმედების წარუმატებლობებზე თქვენს კონტენტზე დაყრდნობით. იყავით ფრთხილად თქვენი კონტენტის არჩევისა და გაზიარებისას.

    თქვენ გესმით და თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ, მივიღოთ წვდომა, შევინახოთ და გამოვიყენოთ თქვენი კონტენტი, მათ შორის, მესიჯები და სხვა კომუნიკაციები ჩვენი მომსახურების მონიტორინგისთვის, განვითარების, პერსონალიზაციის და გაუმჯობესებისთვის, მათ შორის, მექანიკური სწავლებისა და სხვა ავტომატური ტექნოლოგიების გამოყენების გზით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

    თქვენ გესმით და თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ შესაძლებელია ვაწარმოოთ თქვენი კონტენტის მონიტორინგი ან გადახედვა, და გვაქვს უფლება, შეხედულებისამებრ და ნებისმიერ დროს, ავიღოთ, წავშალოთ, შევასწოროთ, შევზღუდოთ, ან დავბლოკოთ, ან აღვკვეთოთ წვდომა თქვენ კონტენტზე. თუ აკრძალულია თქვენი კონტენტი იმ იურისდიქციის კანონმდებლობით, სადაც ხელმისაწვდომია ჩვენი სერვისები, ჩვენ შეგვიძლია მისი ამოღება, მაშინაც კი, თუ თქვენ კონტენტი არ არის უკანონო თქვენი ადგილმდებარეობის ფარგლებში. გარდა ამისა, თქვენ გესმით და თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ არ გვეკისრება ვალდებულება თქვენი კონტენტის გამოჩენისა ან გადახედვის.

    3ბ. წევრის კონტენტი

    მიუხედავად იმასა, რომ წვდომა გექნებათ წევრის კონტენტთან, ამგვარი მასალა არ წარმოადგენს თქვენ საკუთრებას, ამგვარად არ გაქვთ უფლება წევრის კონტენტს გადაუღოთ ასლი ან გამოიყენოთ ნებისმიერი მიზნით, გარდა წინამდებარე პირობებში გათვალისწინებულისა. 

    სხვა მომხმარებლები აგრეთვე გააზიარებენ კონტენტს ჩვენი მომსახურების ფარგლებში. წევრის კონტენტი ეკუთვნის მომხმარებელს, რომელიც ახდენს კონტენტის გამოქვეყნებას და ინახევა ჩვენ სერვერებზე და მისი ჩვენება ხდება აღნიშნული მომხმარებლის მითითებით.

    ყოველთვის ყურადღებით მიმოიხილეთ წევრის კონტენტი და დამოუკიდებლად გადაამოწმეთ მისი სიზუსტე. სხვა მომხმარებლებმა შესაძლოა გამოიყენონ ხელსაწყოები რათა შექმნან ან გააუმჯობესონ კონტენტი, მათ მიერ მოწოდებული არსებული წევრის კონტენტის გათვალისწინებით. წევრის კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს მიკერძოებულ, არასწორ, საზიანო, შეურაცხმყოფელ, ან მცდარ ინფორმაციას. საკუთარ წევრის კონტენტზე ყველა მომხმარებელი თავად აგებს პასუხს, აგრეთვე პასუხისმგებელი არიან ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, ქმედებაზე, ან ქმედების არ შესრულებაზე, მათ მიერ წევრის კონტენტის გამოყენების გათვალისწინებით. Tinder-ი დაუფარავად უარყოფს მსგავს წევრის კონტენტზე პასუხისმგებლობის აღებას.

    თქვენ არ გაქვთ რაიმე უფლება წევრის კონტენტზე და, გარდა Tinder-ის მოწვევით გაცემული უფლებისა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ წევრის კონტენტი მხოლოდ იმ მოცულობით, რამდენიც შეესაბამება ჩვენი მომსახურების მიზანს, რომელიც მდგომარეობს ერთმანეთთან შეხვედრისა და კომუნიკაციის დამყარებაში. თქვენ გეკრძალებათ წევრის კონტენტისთვის ასლის გადაღება ან კომერციული მიზნებისთვის, სპამის, შევიწროებისა თუ უკანონო მუქარის შემცველი ქმედებებისთვის წევრის კონტენტის გამოყენება. წევრის კონტენტის არასათანდო გამოყენების შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ, გავაუქმოთ თქვენი ანგარიში. წევრის კონტენტის გამოყენებაზე ასევე ვრცელდება მე-2-ე პუნქტში ჩამოთვლილი შეზღუდვები აკრძალული კონტენტის შესახებ, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა კონტენტის შესახებ. რეკომენდებული პროფილების გარკვეული თანმიმდევრობით განლაგების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დაწყვილების მეთოდის პრინციპები.

    3გ. ჩვენი კონტენტი

    Tinder-ი ფლობს ან გააჩნია ლიცენზია ნებისმიერ მომსახურებებზე განთავსებულ კონტენტზე. 

    Tinder-სა და თქვენს შორის დადებული მოცემული პირობების საფუძველზე, ნებისმიერი სხვა ტექსტი, კონტენტი, გრაფიკა, მომხმარებლის ინტერფეისი, სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, ხმები, ნამუშევრები, სურათები და სხვა ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც აისახება ან ჩართულია ჩვენს მომსახურებაში, ეკუთვნის, იმართება ან ლიცენზირდება ჩვენ მიერ და დაცულია საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნებისა და ინტელექტუალური საკუთრების სხვა კანონით. ყველა უფლება, სახელწოდება, და ინტერესები ჩვენ კონტენტზე ან მასთან მიმართებაში ყოველთვის რჩება ჩვენ განკარგულებაში. ჩვენ განიჭებთ შეზღუდულ ლიცენზიას ჩვენს კონტენტზე წვდომისა და მისი გამოყენებისთვის, როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ, მე-6 პუნქტში და სრულად ვიტოვებთ ყველა სხვა უფლებას.

  4. 4. დაუშვებელი ტიპის კონტენტი და ქცევა; მოხსენება

    Tinder-ისთვის სრულიად მიუღებელია ჩვენი მომსახურების ფარგლებში დაუშვებელი სახის კონტენის განთავსება ან ქცევა. 

    ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადებითი და პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების შენარჩუნება. ამრიგად, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით დაუშვებელი სახის კონტენტისა და ქმედებების არსებობას, როგორც ჩვენი მომსახურების ფარგლებში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ (მათ შორის, და არა მხოლოდ, ჩვენი შვილობილი კომპანიების მიერ შემოთავაზებულ მომსახურებაზე). მოგიწოდებთ, რომ მოგვახსენოთ ნებისმიერი წევრის მიერ დაუშვებელი კონტენტის განთავსების ან მომხმარებლის ქმედების შესახებ. მომხმარებლზე მოხსენების გაგზავნა შეგიძლიათ უშუალოდ, მომხმარებლის ანგარიშიდან, „მომხმარებლის შესახებ მოხსენების გაგზავნის“ ბმულზე გადასვლით, ან მესიჯების საშუალებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერას.

    ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შესაძლოა, გაზიარდეს მონაცემები ჩვენს შვილობილ კომპანიებს შორის, მომხმარებლების უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით. გარდა აღნიშნულისა, შესაძლოა აგეკრძალოთ ჩვენს ან/და ჩვენი შვილობილი კომპანიების მომსახურებაზე (როგორებიცაა, Hinge, Plenty of Fish, OkCupid, Match, Meetic, BLK, LoveScout24, OurTime, და Pairs; დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უსაფრთხოების გვერდი) წვდომა ან/და შეგეზღუდოთ ახალი ანგარიშების შექმნის შესაძლებლობა. თქვენ აცხადებთ თანხმობას და გესმით, რომ ჩვენ შეიძლება არ გაგიზიაროთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუკი ამგვარმა ქმედებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სხვა მომხმარებელების უსაფრთხოებას ან კონფიდენციალურობას.

    წევრების კონტენტი ექვემდებარება 1998 წლის „ციფრულ ეპოქაში საავტორო უფლებების შესახებ“ კანონის 512(გ) და 512(დ) მუხლებით გათვალისწინებულ პირობებს. თუ გსურთ გაგზავნოთ საჩივარი წევრის კონტენტზე, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს ინტელექტუალური საკუთრების დარღვევას, იხილეთ ქვემოთ მოცემული პუნქტი 12 (კანონი „ციფრულ ეპოქაში საავტორო უფლებების შესახებ“).

    ჩვენ ავტომატური ხელსაწყოების და ადამიანების კომბინაციას ვიყენებთ ჩვენი კონტენტის წესების უზრუნველსაყოფად. ეს მოიცავს ტექნოლოგიას, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს და შლის აკრძალული მასალის გარკვეულ ტიპებს. ასევე, მომხმარებლებს მოვუწოდებთ, რომ აპლიკაციაში ნანახი ნებისმიერი შეუსაბამო კონტენტის შესახებ შეგვატყობინონ. ჩვენი სისტემები და პროცესები, როგორც წესი, ისეა შექმნილი, რომ პრიორიტეტი ენიჭება ყველაზე სერიოზული და საზიანო დარღვევების გამოვლენასა და აღმოფხვრას (მაგალითად, არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის მასალებსა ან ტერორისტული შინაარსის მქონე მასალებს), მაშინაც კი, თუ ასეთი კონტენტის არსებობა იშვიათია. ინფორმაციის მისაღებად იმის შესახებ, თუ როგორ ვამოწმებთ კონტენტის, იხილეთ ჩვენი უსაფრთხოების გვერდი.

    დარღვევის შემთხვევაში მიღებული ზომები შეიძლება განსხვავდებოდეს, დაწყებული შედარებით უმნიშვნელო დარღვევისთვის გამოყენებული გაფრთხილებით, დამთავრებული ანგარიშის დაბლოკვამდე უფრო სერიოზული ან განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში. მაგალითად, აშკარად უკანონო და საზიანო კონტენტი, როგორიცაა ტერორისტული ან ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის კონტენტი, გამოიწვევს დაბლოკვას. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კონტენტი შეცდომით იქნა წაშლილი, შეგიძლიათ გააკეთოთ საჩივარი. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

    აშკარად უსაფუძვლო მოხსენებებმა შეიძლება გამოიწვიოს ზომები მოხსენების წარმომდგენის წინააღმდეგ. ბოროტად გამოყენების შეფასებისას, ჩვენ ვიხილავთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა მტკიცებულებები, რაც მიუთითებს რომ განცხადება მოტივირებული იყო მიკერძოებით ან სიძულვილით (მაგ., დაცული მახასიათებლების საფუძველზე რასის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ჩათვლით) ან სხვა ბოროტი განზრახვით. მრავალი აშკარად უსაფუძვლო მოხსენების წარდგენა გამოიწვევს ანგარიშის დაბლოკვას.

  5. 5. კონფიდენციალურობა

    კონფიდენციალურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შემუშავებული გვაქვს ცალკეული პოლიტიკა, რომელსაც უნდა გაეცნოთ. 

    Tinder-სა და მისი შვილობილი კომპანიების მიერ თქვენი პირადი მონაცემების შეგროვების, გამოყენებისა და გაზიარების შესახებ ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენი მომსახურების გამოყენებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებაზე, ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

  6. 6. Tinder-ის მიერ თქვენთვის მონიჭებული უფლებები

    Tinder უფლებას განიჭებთ, გამოიყენოთ ჩვენი მომსახურება თქვენი სურვილისამებრ, წინამდებარე პირობების გათვალისწინებით.

    სანამ თქვენ განაგრძობთ წინამდებარე პირობების დაცვას, Tinder განიჭებთ თქვენზე მორგებულ, გლობალურ, უსასყიდლო, მიუკუთვნებელ, არაექსკლუზიურ, გაუქმებად და არაქველიცენზირებად ლიცენზიას, ჩვენს მომსახურებაზე წვდომისა და სარგებლობისთვის, Tinder-ის მიერ განსაზღვრული და წინამდებარე პირობებითა თუ მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული მიზნებისთვის. აღნიშნული უფლებამოსილება ლიცენზიასა და მომსახურების წვდომაზე ავტომატურად ექვემდებარება გაუქმებას იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ არ დაიცავთ წინამდებარე პირობებს.

  7. 7. Tinder-ისთვის მინიჭებული უფლებები

    Tinder-ისთვის მოწოდებულ ნებისმიერი სახის კონტენტზე თქვენ ინარჩუნებთ საკუთრების უფლებას, ამასთანავე, ანიჭებთ Tinder-ს უფლებას, გამოიყენოს თქვენი კონტენტი წინამდებარე ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

    ანგარიშის შექმნით თქვენ Tinder-ს ანიჭებთ გლობალურ, მუდმივ, გადაცემად, ქველიცენზირებად, უსასყიდლო უფლებასა და ლიცენზიას, რომ შეძლოს თქვენი კონტენტის განთავსება, შენახვა, გამოყენება, ასლის გადაღება, ჩვენება, რეპროდუქცია, ადაპტაცია, რედაქტირება, გამოქვეყნება, თარგმნა, ჩასწორება, გადაფორმატირება, სხვა მასალებში ინტეგრირება, რეკლამირება, გავრცელება და საჯაროდ ხელმისაწვდომად წარდგენა. აღნიშნული ვრცელდება თქვენს კონტენტზე, მათ შორის, ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომლის გამოყენების უფლებასაც გაძლევთ სხვა მესამე მხარის წყაროები (ასეთის არსებობს შემთხვევაში), თქვენი კონტენტის მთლიანად ან ნაწილობრივი გამოყენებისას, ნებისმიერი ფორმატისა თუ საშუალების ფარგლებში, როგორც ამჟამად, აგრეთვე მომავალში.

    გარდა ამისა, Tinder-ს ანიჭებთ გლობალურ, მუდმივ, გადაცემად, ქველიცენზირებად და უსასყიდლო უფლებასა და ლიცენზიას: (ა) თქვენი კონტენტის შეგროვებისა და გამოყენების მიზნით, ჩვენი ვალდებულებების შესრულებისა და ჩვენს მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების განხორციელების ფარგლებში; და (ბ) სერვისების, ან იმ პროდუქტების ან სერვისების მომზადების, განვითარებისა, შექმნის, ადაპტაციის, მოდიფიკაციის, დახვეწისა ან გაუმჯობესების მიზნისთვის, მათ შორის AI ტექნოლოგიის გამოყენებით. თქვენ აცნობიერებთ, რომ Tinder-ის სერვისმა შესაძლოა შეისწავლოს და გაიუმჯობესოს შემოსული ან გენერირებული ინფორმაციის (მათ შორის თქვენი კონტენტი) საფუძველზე მიღებული ცოდნა, და შესაბამისად, ამის შემდეგ შეუძლებელია ცოდნის "დავიწყება."

    Tinder-ის მიერ თქვენი კონტენტის გამოყენების ლიცენზია არის არაექსკლუზიური, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც Tinder-ის მხრიდან (მათ შორის ხელოვნური ინტელექტის) მისი თავდაპირველი მომსახურებით წარმოებული მასალები ეფუძნება თქვენს კონტენტს, რა შემთხვევაშიც ლიცენზია ექსკლუზიური ხდება. მაგალითად, Tinder-ს ენიჭება ექსკლუზიური ლიცენზია კუთვნილი მომსახურების ფარგლებში გადაღებულ ეკრანის ანაბეჭდებზე, რომლებიც თქვენს კონტენტს ეხება.

    ამასთანავე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი კონტენტი არ იქნას გამოყენებული Tinder-ის მომსახურების ფარგლებს გარეთ, თქვენ უფლებას ანიჭებთ Tinder-ს, იმოქმედოს თქვენი სახელით, თუკი თქვენი კონტენტი გამოიყენება სხვა მომხმარებლების ან მესამე პირების მიერ, Tinder-ის მომსახურების ფარგლებს გარეთ. აღნიშნული ითვალისწინებს ნებართვას, თუმცა არა ვალდებულებას, თქვენი სახელით გაიგზავნოს შეტყობინებება აშშ-ის კოდექსის (U.S.C) მე-17 სექციის § 512(c)(3)-ის შესაბამისად (მაგ., წაშლის მოთხოვნები „ციფრულ ეპოქაში საავტორო უფლებების შესახებ" კანონის (DMCA) შესაბამისად), იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირები იყენებენ თქვენს კონტენტს ჩვენი მომსახურების ფარგლებს გარეთ. Tinder-ს არ ეკისრება ვალდებულება, რაიმე სახით იმოქმედოს სხვა მომხმარებლების ან მესამე პირების მიერ თქვენი კონტენტის გამოყენების შემთხვევაში.

    Tinder-ის ლიცენზია თქვენ კონტენტზე ექვემდებარება მოქმედი კანონმდებლობით თქვენთვის მონიჭებულ უფლებებს (მაგალითად, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობას, იმ შემთხვევაში, როდესაც კონტენტი შეიცავს ინფორმაციას პირადი მონაცემების შესახებ). Tinder-ის მომსახურებით სარგებლობის სანაცვლოდ თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ, ჩვენს შვილობილ კომპანიებსა და მესამე მხარის წარმომადგენელ პარტნიორებს შეეძლებათ ჩვენ მომსახურების ფარგლებში რეკლამის განთავსება. Tinder-ის სერვისებთან დაკავშირებით შემოთავაზებების ან გამოხმაურებების წარდგენის შემთხვევაში თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ Tinder-ს მიენიჭოს უფლებამოსილება ამგვარი გამოხმაურებების ნებისმიერი მიზნით გამოყენებასა და გაზიარებაზე, თქვენთვის ყოველგვარი ფინანსური კომპენსაციის გადახდის გარეშე და უარს აცხადებთ ამგვარი შემოთავაზებების ან გამოხმაურებებისადმი რაიმე სახის უფლებებზე.

    თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Tinder-ს შეუძლია ჰქონდეს წვდომა, შეინახოს ან გაამჟღავნოს ინფორმაცია თქვენი ანგარიშის, მათ შორის, თქვენი კონტენტის შესახებ, თუკი ამას მოითხოვს კანონი, ან არსებობს გონივრული საფუძველი იმისა, რომ ამგვარ ინფორმაციაზე წვდომა, მისი შენახვა ან გამჟღავნება აუცილებელია შემდეგი მიზნებისთვის: (i) სამართლებდრივი პროცედურების დასაცავად; (ii) წინამდებარე პირობების შესასრულებლად; (iii) კონტენტის არსებობით მესამე მხარის უფლებების შელახვის შესახებ პრეტენზიებზე საპასუხოდ; (iv) თქვენ მიერ სამომხმარებლო მომსახურებაზე წარდგენილი მოთხოვნების საპასუხოდ; (v) კომპანიის ან ნებისმიერი გარეშე პირის უფლებების, ქონების ან პირადი უსაფრთხოების დასაცავად; (vi) უკანონო ქმედებების, სავარაუდო თაღლითობის ან სხვა დანაშაულის გამოსაძიებლად, პრევენციისთვის ან შესაბამისი ზომების მისაღებად; ან (vii) სხვა მომხმარებლების მონაცემთა უფლებებთან დაკავშირებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

  8. PURCHASES AND AUTOMATICALLY RENEWING SUBSCRIPTIONS

    თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, Tinder-ისგან შეიძინოთ პროდუქცია და მომსახურება. თუკი შეიძენთ გამოწერას, იგი ავტომატურად გაგრძელდება - შესაბამისად, თქვენ ჩამოგეჭრებათ თანხა - მანამ, სანამ არ გააუქმებთ გამოწერას.

    Tinder-მა შესაძლოა შემოგთავაზოთ პროდუქციისა და მომსახურების შეძენა iTunes, Google Play, ან Tinder-ის მიერ ავტორიზებული სხვა გარე სერვისების საშუალებით (თითოეული, „გარე სერვისი“, და ნებისმიერი შესაბამისი შენაძენი, „გარე სერვისის საშუალებით შესრულებული შენაძენი“). Tinder-მა შესაძლოა აგრეთვე შემოგთავაზოთ პროდუქციისა და მომსახურეობის შეძენა საკრედიტი პარათის ან სხვა ტიპის საგადასახადო პროცედურების მეშვეობით როგორც ვებგვერდზე, აგრეთვე აპლიკაციით („შიდა შენაძენი“).

    If you purchase a subscription, it will automatically renew until you cancel, in accordance with the terms disclosed to you at the time of purchase, as further described below.

    გამოწერის გააუქმების შემთხვევაში, გამოწერის ვადის დასრულებამდე, შეგინარჩუნდებათ გამოწერისას მონიჭებულ უპირატესობებზე წვდომა, რომელიც შეგეზღუდებათ გამოწერის დასრულებისთანავე.

    ვინაიდან ჩვენი მომსახურების გამოყენება შესაძლებელია გამოწერის გარეშეც, გამოწერის გაუქმება არ ნიშნავს თქვენი მომხმარებლის ანგარიშის ჩვენი მომსახურებიდან წაშლას. თუკი გსურთ კუთვნილი ანგარიშის სრულად გაუქმება, ანგარიში უნდა გააუქმოთ პუნქტ 9-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

    Tinder მართავს მსოფლიო მასშტაბის ბიზნესს, შესაბამისად, ჩვენ მიერ დადგენილი ფასები იცვლება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ჩვენ ხშირად გთავაზობთ სპეციალურ ტარიფებს - რომლებიც ექვემდებარება ცვლილებებს რეგიონის, გამოწერის ხანგრძლივობის, პაკეტის ზომის, წინა შენაძენების, ანგარიშის აქტივობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. გარდა აღნიშნულისა, ჩვენ რეგულალურად ვტესტავთ ახალ ფუნქციებსა და გადახდის მეთოდებს. თუკი დროულად არ გააუქმებთ გამოწერას, თქვენი გამოწერა გაგრძელდება სრული საფასურით, როგორც ეს მითითებული იყო თავდაპირველი შენაძენის შესრულებისას, თქვენგან ნებისმიერი სახის დამატებითი ქმედების გარეშე. ამასთან, თქვენ გვანიჭებთ უფლებასმოსილებას, ზემოხსენებული გადასახადი ჩამოგაჭრათ თქვენ მიერ არჩეული გადახდის მეთოდის საშუალებით. კანონის ფარგლებში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, თქვენი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შევზღუდოთ ნებისმიერი პროდუქტის, ფუნქციის, მომსახურების ან სხვა შეთავაზების ხელმისაწვდომი რაოდენობა ან შევწყვიტოთ მათი ხელმისაწვდომობა; დავაწესოთ პირობები ნებისმიერი ვაუჩერით, ფასდაკლებით, შეთავაზებით ან სხვა აქციით სარგებლობაზე; ავუკრძალოთ ნებისმიერ მომხმარებელს ნებისმიერი სახის გადარიცხვის შესრულება; და უარი განვაცხადოთ ნებისმიერი მომხმარებლისთვის ნებისმიერი სახის პროდუქციის, მომსახურების ან სხვა შეთავაზების მიწოდებაზე. 

    8ა. გარე მომსახურების შეძენა და გამოწერა

    გარე მომსახურების ფარგლებში განხორციელებული შენაძენები, მათ შორის, გამოწერები, შეიძლება დამუშავდეს გარე მომსახურების მეშვეობით, რა შემთხვევაშიც, ამგავრი შენაძენები უნდა იმართებოდეს გარე მომსახურების ანგარიშის მეშვეობით. გამოწერები ავტომატურად გაგრძელდება მანამ, სანამ არ გააუქმებთ მათ.

    მომსახურების ფარგლებში შენაძენის განხორციელებისას შესაძლოა მოგეცეთ შესაძლებლობა, გადაიხადოთ გარე სერვისებით, როგორებიცაა თქვენი Apple ID ან Google Play ანგარიში („თქვენი გარე მომსახურების ანგარიში“), რა შემთხვევაშიც თქვენი გარე მომსახურების ანგარიშიდან ჩამოიჭრება შენაძენისთვის საჭირო თანხა, შენაძენის განხორციელებისას თქვენთვის განცხადებული პირობებისა და გარე მომსახურების ანგარიშთან დაკავშირებული ზოგადი პირობების შესაბამისად. თქვენი საცხოვრებელი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ზოგიერთმა გარე მომსახურებამ შესაძლოა ჩამოგაჭრათ გაყიდვების საკომისიო, რომელიც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებას.

    If your External Service Purchase includes an automatically renewing subscription, your External Service Account will continue to be periodically charged for the subscription until you cancel. After your initial subscription commitment period, and again after any subsequent subscription period, the subscription will automatically continue for the price and time period you agreed to when subscribing. If you received a discounted promotional offer, your price may go up per the terms of that offer following the initial subscription period for any subsequent renewal period.

    To cancel a subscription: If you do not want your subscription to renew automatically, or if you want to change or terminate your subscription, you must log in to your External Service Account and follow instructions to manage or cancel your subscription, even if you have otherwise deleted your account with us or if you have deleted the App from your device. For example, if you subscribed using your Apple ID, cancellation is handled by Apple, not Tinder. To cancel a purchase made with your Apple ID, go to Settings within the app , and follow the instructions to cancel. You can also request assistance at Apple Support.

    Similarly, if you subscribed on Google Play, cancellation is handled by Google. To cancel a purchase made through Google Play, launch the Google Play app on your mobile device and navigate to Settings. You can also request assistance at Google Play. If you cancel a subscription, you may continue to use the canceled service until the end of your then-current subscription term. The subscription will not be renewed when your then-current term expires.

    იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ შეეცდებით გადარიცხული თანხის უკან დაბრუნებას ან სხვაგვარად თქვენი გარე მომსახურების ანგარიშზე გააუქმებთ Tinder-ის გამოწერის ღირებულების გადასახადს, Tinder-ს უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ დაუყონებლივ გააუქმოს თქვენი ანგარიში იმის საფუძველზე, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, აღარ გაგეგრძელებინათ Tinder-ის გამოწერა. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი თანხის უკან დაბრუნების მცდელობა ან სხვაგვარად გადასახადის გაუქმება არ შესრულდა, დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს. Tinder სრული ოდენობით შეინარჩუნებს თქვენი გარე მომსახურების ანგარიშზე დარიცხულ თანხას მანამ, სანამ თავად არ გააუქმებთ გამოწერას გარე მომსახურების ანგარიშის მეშვეობით. ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებამოსილება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული პუნქტი 8დ.

    8ბ. შიდა მომსახურების შეძენა და გამოწერა

    შიდა შენაძენები, მათ შორის, გამოწერები, დამუშავდება თქვენ მიერ ვებსაიტზე ან აპლიკაციაში მოწოდებული გადახდის მეთოდების გამოყენებით. გამოწერები ავტომატურად გაგრძელდება მანამ, სანამ არ გააუქმებთ მათ.

    შიდა შენაძენის განხორციელებისას თქვენ აცხადებთ თანხმობას, გადაიხადოთ თქვენ მიერ არჩეული მომსახურების საფასური და ნებისმიერ გაყიდვებთან ან სხვა მსგავს გადასახადებთან დაკავშირებული საკომისო, რომელიც შესაძლოა დაგეკისროთ გადასახადებზე (რომლებიც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებას). ამასთან, თქვენ Tinder-ს ანიჭებთ უფლებამოსილებას, ჩამოგაჭრათ თანხა თქვენ მიერ მითითებული გადახდის მეთოდის საშუალებით (თქვენი „გადახდის მეთოდი“). Tinder-მა შეიძლება გამოასწოროს ნებისმიერი საგადასახადო შეცდომა ან უზუსტობა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი უკვე წარმოგიდგინათ გადახდის მოთხოვნა ან მიიღო გადასახადი. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ შეეცდებით თქვენი გადახდის მეთოდის საშუალებით განხორციელებული გადარიცხული თანხის უკან დაბრუნებას ან გადასახადის სხვაგვარად გაუქმებას, Tinder-მა, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეიძლება დაუყონებლივ გააუქმოს თქვენი ანგარიში იმის საფუძველზე, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, აღარ გაგეგრძელებინათ Tinder-ის გამოწერა. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი თანხის უკან დაბრუნების მცდელობა ან სხვაგვარად გადასახადის გაუქმება არ შესრულდა, დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს.

    If your Internal Purchase includes an automatically renewing subscription, your Payment Method will continue to be periodically charged for the subscription until you cancel. After your initial subscription commitment period, and again after any subsequent subscription period, your subscription will automatically continue for the price and time period you agreed to when subscribing, until you cancel.

    To cancel a subscription, log in to the Website or App and go to the Account section. If you cancel a subscription, you may continue to use the cancelled service until the end of your then-current subscription term. The subscription will not be renewed when your then-current term expires.

    თქვენი გადახდის მეთოდის შესახებ ინფორმაციის შეცვლა შესაძლებელია პარამეტრების ფუნქციის გამოყენებით და თქვენი განახლების ვადის ამოწურვის განსახორციელებლად საჭირო ბმულზე გადასვლით. თუკი გადახდა წარმატებით ვერ შესრულდა ვადის ამოწურვის, ანგარიშზე არასაკმარისი თანხის ან რაიმე სხვა ფაქტორის გამო, თქვენ მაინც დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა ნებისმიერ დაუფარვ თანხაზე და გვანიჭებთ უფლებამოსილებას, განვაგრძოთ გადახდის მეთოდის საშუალებით თანხის ჩამოჭა, ამ უკანასკნელის განახლებისთანავე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა შეცვალოს თქვენი გადახდის თარიღები.

    აგარდა ამისა, თქვენ გვანიჭებთ უფლებამოსილებას, მოვიპოვოთ ინფორმაცია თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათების ვადის ამოწურვის შემდეგ განახლებულ ან შეცვლილ თარიღებზე, რომელიც მოწოდებული იქნება თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის გამცემი ორგანოს მიერ. თქვენთვის შემოთავაზებული საგადასახადო პირობები განისაზღვრება თქვენი გადახდის მეთოდის შესაბამისად და შესაძლოა ექვემდებარებოდეს თქვენსა და ფინანსურ დაწესებულებას, ან თქვენ მიერ არჩეული გადახდის მეთოდის განსახორციელებლად საჭირო სხვა მომწოდებელს შორის არსებული შეთანხმების პირობებს. თუკი თქვენი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ამერიკის ფარგლებს გარეთ, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Tinder-მა თქვენი გადახდა განხორციელოს MTCH Technology Services Limited-ის მეშვეობით. ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებამოსილება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული პუნქტი 8დ.

    8გ. ვირტუალური საგნები

    ვირტუალური საგნები არ წარმოადგენს დაბრუნებად ერთეულს და ექვემდებარება გარკვეულ პირობებს.

    დროგამოშვებით თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, შეიძინოთ შეზღუდული, თქვენზე მორგებული, გადაუცემადი, არაქველიცენზირებადი, გაუქმებას დაქვემდებარებული ლიცენზია სპეციალური, შეზღუდული მოხმარების მქონე ფუნქციებზე წვდომის ან გამოყენებისთვის, მათ შორისაა (და არ შემოიფარლება), კრედიტები, რომელთა გაცვლაც შეგეძლებათ ვირტუალურ საგნებზე, როგორებიცაა სუპერლაიქი, ბუსტი, პირდაპირი ჩართვის კრედიტები, ან საჩუქრები („ვირტუალური საგანი(ები)“) Tinder-ისგან. ვირტუალური საგნების შეძენას შეძლებთ მხოლოთ ჩვენი ან ჩვენი ავტორიზებული პარტნიორების მიერ შემოთავაზებული მომსახურების მეშვეობით.

    ვირტუალური საგნები წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ შეზღუდულ ლიცენზირებად უფლებამოსილებას და, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა აწესებს სხვაგვარ აკრძალვებს, ვირტუალურ საგნებზე არ გადადის ან გაიცემა საკუთრების ან მფლობელობის უფლება. წინამდებარე ხელშეკრულება არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ვირტუალურ საგნებზე რაიმე უფლებამოსილების მინიჭების ნასყიდობა.

    თვქვენს ანგარიშზე ნაჩვენები ვირტუალური საგნების ბალანსი არ წარმოადგენს რეალურ ფულად ბალანსს და არ ასახავს რაიმე სახის დაგროვილ ღირებულას. იგი მხოლოდ და მხოლოდ განასახიერებს თქვენი ლიცენზიის მოცულობას. ვირტუალური საგნები არ ექვემდებარება არასამომხმარებლო გადასახადებს; თუმცა, ვირტუალურ საგნებზე თქვენთვის მონიჭებული ლიცენზია გაუქმდება მოცემული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, Tinder-ის მიერ ჩვენი მომსახურების მოწოდების შეწყვეტის ან თქვენი ანგარიშის სხვა მიზეზით დახურვის თუ გაუქმების შემთხვევაში.

    Tinder იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედელებისამებრ გადასახადი დააკისროს ვირტუალურ საგნებზე წვდომის ან მათი გამოყენების უფლებაზე და/ან გაავრცელოს ვირტუალური საგნები გადასახადის სანაცვლოდ ან უფასოდ. Tinder უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მართოს, დაარეგულიროს, გააკონტროლოს, შეცვალოს ან გააუქმოს ვირტუალური საგნები ან მიიღოს იმგვარი ზომები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ნებისმიერი ვირტუალური საგნის დადგენილ ან შეძენისთვის საჭირო ღირებულებაზე, ამგვარის არსებობის შემთხვევაში. Tinder-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენ ან რაიმე მესამე მხარის მიმართ იმ შემთხვევაში, თუკი Tinder გამოიყენებს რომელიმე ამგვარ უფლებამოსილებას. ვირტუალური საგნების გავრცელება აკრძალულია. შესაბამისად, თქვენ არ გაქვთ ვირტუალური საგნების ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციისთვის მიყიდვის, გამოსყიდვის, ან სხვაგვარად გავრცელების უფლება. ვირტუალური საგნების გამოსყიდვა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მომსახურების გამოყენებით.

    ჩვენი მომსახურების გამოყენებით ვირტუალური საგნების ყველა შენაძენი და გამოსყიდვა საბოლოოა და არ ექვემდებარება თანხის დაბრუნებას. თქვენ აცნობიერებთ, რომ Tinder-ს არ ეკისრება რაიმე მიზეზით თანხის დაბრუნების ვალდებულება და თქვენ არ გაქვთ უფლება, ანგარიშის დახურვის შემდეგ მიიღოთ თანხა ან სხვა სახის კომპენსაცია გამოუყენებელ ვირტუალურ ნივთებზე, მიუხედავად იმისა, ეს ქმედება ნებაყოფლობითი იყო თუ იძულებითი.

    8დ. თანხის დაბრუნება

    ჩვეულებრივ, არცერთი ტიპის შენაძენი არ ექვემდებარება თანხის დაბრუნებას. სპეციალური პირობები თანხის დაბრუნებაზე ვრცელდება ევროკავშირზე, ევროპის ეკონომიკურ ზონაზე, დიდ ბრიტანეთზე, შვეიცარიაზე, კორეასა და ისრაელზე. სპეციალური პირობები თანხის დაბრუნებაზე აგრეთვე ვრცელდება არიზონაში, კალიფორნიაში, კოლორადოში, კონექტიკუტში, ილინოისში, აიოვაში, მინესოტაში, ნიუ-იორკში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოში, როდ აილენდსა და უისკონსინში.

    ჩვეულებრივ, ყველა შენაძენი საბოლოოა და არ ექვემდებარება თანხის დაბრუნებას. შესაბამისად, არ არსებობს ნაწილობრივ გამოყენებული პერიოდისთვის თანხის დაბრუნების ან კრედიტების გაცემის რაიმე შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენს იურისდიქციაში მოქმედი კანონები ითვალისწინების თანხის დაბრუნებას.

    ევროკავშირში, ევროპის ეკონომიკურ ზონაში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში მცხოვრები გამომწერებისთვის:

    ადგილობრივი კანონების გათვალისწინებით თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თანხის სრულად დაბრუნება გამოწერის დაწყებიდან 14 დღის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული 14-დღიანი პერიოდის ათვლა იწყება გამოწერის დაწყების მომენტიდან.

    გერმანიაში მცხოვრები გამომწერებისთვის

    თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გააუქმოთ თქვენი გამოწერა მისი განახლების შემდეგ, ერთთვიანი წინასწარი შეტყობინების ფარგლებში. უცვლელი რჩება თქვენთვის მონიჭებული უფლება რაიმე მიზეზით გამოწერის გაუქმების შესახებ.

    კორეის რესპუბლიკაში მცხოვრები გამომწერებისა და ვირტუალური საგნების მყიდველთათვის:

    ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ უფლება გაქვთ, გამოწერაზე და/ან გამოუყენებელ ვირტუალურ საგნებზე გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება მოითხოვოთ შენაძენის გაკეთებიდან მომდევნო 7 დღის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული 7-დღიანი ვადის ათვლა იწყება შეძენის მომენტიდან.

    არიზონაში, კალიფორნიაში, კოლორადოში, კონექტიკუტში, ილინოისში, აიოვაში, მინესოატაში, ნიუ-იორკში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოში, როუდ აილენდში, უისკონსინსა და ისრაელში მცხოვრები გამომწერებისთვის:

    თქვენთვის მონიჭებული უფლება გაუქმების შესახებ - თქვენ გენიჭებათ უფლება, ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი გამოწერა ყოველგვარი სანქციისა და ვალდებულების დაკისრების გარეშე, თქვენი გამოწერის თარიღიდან მესამე სამუშაო დღის შუაღამემდე. გამოწერის ვადის დასრულებამდე თქვენი გარდაცვლების შემთხვევაში თქვენს მემკვიდრეს ენიჭება უფლება, დაიბრუნოს გამოწერაში თქვენ მიერ გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომელიც ვრცელდება თქვენი გარდაცვალების შემდგომ პერიოდზე. იმ შემთხვევაში, თუკი გამოწერის ვადის დასრულებამდე დაინვალიდდით (იმგვარად, რომ ჩვენი მომსახურების გამოყენება თქვენთვის შეუძლებელი გახდა), თქვენ გენიჭებათ უფლებამოსილება, დაიბრუნოთ გამოწერაში თქვენ მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხის ის ნაწილი, რომელიც ვრცელდება თქვენი დაინვალიდების შემდგომ პერიოდზე, რისთვისაც კომპანიას აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოთ იმავე წესით, რომელიც განმარტებულია ქვემოთ და რომელიც განსაზღვრას მოთხოვნას თანხის დაბრუნების თაობაზე.

    იმ შემთხვევაში, თუკი ზემოაღნიშნულიდან რომელიმე პირობა შეგეხებათ და გამოწერა გაააქტიურეთ Apple ID-ის გამოყენებით, თქვენს მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებს თანხის დაბრუნების თაობაზე Apple მართავს და არა Tinder. თანხის დაბრუნებაზე მოთხოვნის გასაგზავნად მიმართეთ უშუალოდ გარე მომსახურების წარმომადგენელს; მაგალითად, თქვენი Apple-ის მოწყობილობიდან გადადით პარამეტრებში > iTunes & App Stores > [დააწკაპუნეთ თქვენს Apple ID-ზე] > View Apple ID> Purchase History. მოძებნეთ გადარიცხვა და აირჩიეთ "Report a Problem". თანხის დაბრუნების მოთხოვნა აგრეთვე შესაძლებელია Apple-ის მხარდაჭერის მეშვეობით. ნებისიერი სხვა შენაძენის თაობაზე დაუკავშირდით Tinder-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს და ელფოსტის ან ხელმოწერილი და დათარიღებული შეტყობინების მეშვეობით წარმოადგინეთ თქვენი შეკვეთის ნომერი (იხილეთ ელ-ფოსტა დადასტურების შესახებ). შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ თქვენ, შემსყიდველი, ითხოვთ წინამდებარე ხელშეკრულების გაუქმებას ან ის უნდა შეიცავდეს მსგავსი შინაარსის ტექსტს. შეკვეთის ნომერთან ერთად მიუთითეთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ელფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერიც. წინამდებარე შეტყობინება გაიგზავნება შემდეგ მისამართზე:

    Tinder,
    Attn: Cancellations,
    P.O. Box 25472,

    Dallas, Texas 75225, USA

  9. 9. ანგარიშის გაუქმება

    თუკი აღარ გსურთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა ან თუკი ჩვენ, ნებისმიერი მიზეზით, გავაუქმებთ თქვენს ანგარიშს, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

    თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს წაშალოთ თქვენი ანგარიში ვებსაიტზე ან აპში შესვლით. საამისოდ გადადით განყოფილებაში „პარამეტრები“, აირჩიეთ „ანგარიშის წაშლა“ და წაშლის პროცედურის დასასრულებლად მიჰყევით ინსტრუქციებს. თუმცა, დამატებითი გადასახადების თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია, რომ თქვენი გარე მომსახურების ანგარიშიდან (მაგალითად, Apple App Store, Google Play Store) გააუქმოთ ან მართოთ გარე მომსახურების საშუალებით შესრულებული ნებისმიერი შენაძენი.

    Tinder უფლებას იტოვებს, განახორციელოს მიმოხილვა და, საჭიროებისამებრ, გააჩეროს, გააუქმოს ან დაბლოკოს თქვენი ანგარიში თანხის დაბრუნების გარეშე, თუ Tinder-ს მიაჩნია, რომ თქვენ დაარღვიეთ წინამდებარე პირობები, არასათანადოდ გამოიყენეთ ჩვენი მომსახურება ან იმოქმედეთ ისე, რომ Tinder-ს მიიჩნია მიუღებლად ან უკანონოდ ჩვენს მომსახურებაზე ან მის ფარგლებს გარეთ, ჩვენი შეხედულებისამებრ. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, წინამდებარე პირობების შესასრულებლად ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სახით გამოვიყენოთ ნებისმიერი პირადი, ტექნოლოგიური, სამართლებრივი ან სხვა საშუალება, მათ შორის, და არა მხოლოდ, შეგიზღუდოთ წვდომა ჩვენს მომსახურებაზე, თქვენთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გარეშე.

    თქვენ გესმით და ადასტურებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, Tinder შესაძლოა არ გაგიზიაროთ ინფორმაცია თქვენი ანგარიშის გაუქმების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება საფრთხის ქვეშ დააყენებს სხვა მომხმარებელთა უსაფრთხოებას ან პირადულ ინფორმაციას. თუკი თქვენი ანაგარიში, ნებისმიერი მიზეზით, გაუქმდება თქვენი ან Tinder-ის გადაწყვეტილებით, თქვენსა და Tinder-ს შორის დადებული წინამდებარე პირობები ძალაში დარჩება და მათი დაცვა აუცილებელი იქნება. ამასთან, თქვენ არ გექნებათ რაიმე შენაძენზე თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება. თქვენ შესახებ არსებული ინფორმაცია შეინახება და წაიშლება ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაშიგათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

  10. 10. დანაშაულებრივი წარსულის ან ვინაობის ვერიფიკაციის არარსებობა

    Tinder არ ამოწმებს საკუთარი მომხმარებლების დანაშაულებრივ წარსულს ან ვინაობას. მიუხედავად იმისა, რომ Tinder-ისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გამოცდილების შექმნის წახალისება, კომპანია არაა პასუხისმგებელი თავისი მომსახურების ფარგლებში ან ფარგლებს გარეთ ნებისმიერი მომხმარებლის მიერ ჩადენილ ქმედებებზე. სხვებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ კეთილგონიერება და გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები უსაფრთხოების შესახებ.

    თქვენ გესმით, რომ Tinder არ აწარმოებს საკუთარი მომხმარებლების დანაშაულებრივი წარსულის შემოწმებას, მათი ვინაობის ვერიფიკაციას ან სხვაგვარად საკუთარი მომხმარებლების ვინაობის შესახებ გამოძიებას. Tinder-ი არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას და არ აგებს პასუხს მომხმარებლების მიერ ჩადენილ ქმედებებზე, იდენტობაზე, ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე, განზრახვებზე, ლეგიტიმურობასა თუ პატიოსნებაზე. Tinder-ი იტოვებს უფლებას, და თქვენ ანიჭებთ Tinder-ს უფლებამოსილებას, რომ ნებისმიერ დროს აწარმოოს ნებისმიერი სახის დანაშაულებრივი წარსულის ან სხვა სახის შემოწმებები (როგორებიცაა, სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში ძიება) საჯაროდ ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენებით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებული იყოს ზემოაღნიშნული მიზნისთვის. თუკი კომპანია გადაწყვეტს რაიმე სახის შემოწმების ჩატარებას მომხმარებელთა მონაცემების დამმუშავებელი სააგენტოს მეშვეობით, თქვენ კომპანიას ანიჭებთ უფლებამოსილებას, მოიპოვოს და გამოიყენოს ანგარიში თქვენ, როგორც მომხმარებლის შესახებ, რათა დადგინდეს თქვენი შესაბამისობა წინამდებარე პირობებთან .

    თქვენ ერთპიროვნულად პასუხისმგებელი ხართ სხვა მომხმარებლებთან თქვენს ურთიერთობაზე. ჩვენ ვერ, ხოლო სექსუალური ხასიათის დანაშაულის აღმოსაჩენი ხელსაწყოები და სხვა ხელსაწყოები ვერ და არ იძლევიან იმის გარანტიას, რომ თქვენი უსაფრთხოება დაცული იქნება და ისინი არ წარმოადგენენ უსაფრთხოების რჩევებისა და უსაფრთხოების სხვა კეთილგონივრული ზომების ჩამნაცვლებლებს. უცნობ ადამიანებთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის გამოიყენეთ საკუთარი კეთილგონიერება და მიიღეთ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. მომსახურების ფარგლებში მიღებული საკომუნიკაციო საშუალებები, მათ შორის, Tinder-ის მიერ გამოგზავნილი ავტომატური შეტყობინებები, შესაძლოა დასრულდეს მომხმარებელთა მიერ მომსახურების არასათანადო მიზნებისთვის გამოყენებით, მათ შორის, თაღლითობისთვის, ძალადობისთვის, შევიწროების ან სხვა მსგავსი არასათანადო ქცევების ჩასადენად.

    მიუხედავად იმისა, რომ Tinder-ისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის ურთიპატივისცემაზე დაფუძნებული გამოცდილების შექმნის წახალისება, კომპანია არაა პასუხისმგებელი თავისი მომსახურების ფარგლებში ან ფარგლებს გარეთ ნებისმიერი მომხმარებლის მიერ ჩადენილ ქმედებებზე. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ გამოიჩენთ სიფრთხილეს სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობისას, განსაკუთრებით იმ შემთხვევეში, თუკი გადაწყვეტთ მომსახურების ფარგლებს მიღმა ურთიერთობის გაგრძელებას ან პირადად შეხვედრას.

  11. 11. შენიშვნა

    Tinder-ის მომსახურებები მოწოდებულია „უცვლელად“, შესაბამისად, ჩვენ არ და ვერ ვიძლევით რაიმე გარანტიას ჩვენი მომსახურების კონტენტსა და ფუნქციებზე ან წევრის კონტენტზე.

    Tinder-ის მომსახურება მოწოდებულია „უცვლელად“ და „ხელმისაწვდომობის შესაბამისად“, მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული ზომების ფარგლებში. შესაბამისად, არ ვიძლევით ჩვენს მომსახურებებთან (მათ შორის, მათში შემავალ ნებისმიერ კონტენტთან) დაკავშირებულ არანაირ, პირდაპირ თუ ირიბ, კანონით გათვალისწინებულ ან სხვაგვარ გარანტიას, მათ შორის, და არა მხოლოდ, ნებისმიერ ირიბ გარანტიას რაიმე კონკრეტული მიზნისთვის დამაკმაყოფილებელ ხარისხზე, საქონლიანობაზე, შესაბამისობაზე ან უფლებების დაურღვევლობაზე. Tinder-ი არ იძლევა გარანტიას, რომ (ა) ჩვენი მომსახურება მოწოდებული იქნება უწყვეტად, უსაფრთხოდ ან უშეცდომოდ, (ბ) ჩვენი მომსახურების ფარგლებში წარმოქმნილი ნებისმიერი სახის შეცდომა თუ დეფექტი გამოვლინდება ან შესწორდება, ან (გ) ნებისმიერი კონტენტი ან ინფორმაცია, რომელსაც მოიპოვებთ ჩვენი მომსახურების საშუალებით ან მისი მოწოდების ფარგლებში, იქნება ზუსტი, სრული, აქტუალური ან თქვენი მიზნებისთვის შესაბამისი. ამასთან, Tinder-ი არ იძლევა რაიმე გარანტიას ნებისმიერ დროს აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობაზე; მომხმარებელთა თქვენთან ურთიერთობის ან შეხვედრის შესაძლებლობაზე ან სურვილზე, ან ჩვენი მომსახურების ფარგლებში გაცნობილი მომხმარებლების თქვენთან საბოლოოდ თავსებადობაზე თუ მათ ქმედებებზე.

    Tinder-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ჩვენი მომსახურების ფარგლებში არსებულ რაიმე კონტენტზე, რომელსაც თქვენ, სხვა მომხმარებელი ან მესამე მხარე თავად გამოაქვეყნებთ, გაგზავნით, მიიღებთ ან დ/ან რომელზეც იმოქმედებთ. ამასთან, Tinder-ს არ ეკისრება რაიმე პასუხისმგებლობა მომხმარებლის ვინაობაზე, განზრახვებზე, კანონიერებასა, ქცევასა თუ ნამდვილობაზე, ვისთანაც თქვენ შეიძლება იურთიერთოთ Tinder-ის ფარგლებში ან მის მიღმა. წვდომას ნებისმიერ მასალაზე, რომელსაც გადმოწერთ ან სხვაგვარად მოიპოვებთ ჩვენი მომსახურების ფარგლებში, მიიღებთ პირადი შეხედულებისამებრ და რისკზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თავად.

    Tinder-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა რაიმე სახის ზარალზე, რომელიც შესაძლოა მიადგეს თქვენს კომპიუტერულ მოწყობილობას, პროგრამულ უზრუნველყოფას ან სხვა ტიპის მოწყობილობებსა თუ ტექნოლოგიურ საშუალებებს. მათ შორის, იგულისხმება ზიანი, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას უსაფრთხოების ზომების დარღვევის ან რაიმე ვირუსის, ხარვეზის, მანიპულაციის, ჰაკერობის, თაღლითობის, შეცდომების, დაუდევრობების, მუშაობის ან ინფორმაციის გადაცემის შეწყვეტის, დეფექტის, შეფერხების, ან კომპიუტერული ხაზის ან ქსელის შეფერხებისა თუ ნებისმიერი სხვა ტიპის ტექნიკური ან სხვაგვარი შეფერხებისა და გაუმართაობის შედეგად.

  12. 12. კანონი ციფრულ ეპოქაში საავტორო უფლებების შესახებ

    ჩვენ ძალზე სერიოზულად ვეკიდებით საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევებს. გთხოვთ, დახმარება გაგვიწიოთ ამგვარი შემთხვევების დროულად და ეფექტურად აღკვეთაში. 

    საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული ქვემოთ მოცემული, Tinder-ის მიერ შემუშავებული, პოლიტიკა სრულად შეესაბამება კანონს ციფრულ ეპოქაში საავტორო უფლებების დაცვის შესახებ („DMCA“). თუკი მიგაჩნიათ, რომ ნებისმიერი ტიპის წევრის კონტენტი ან ჩვენი კონტენტი არღვევს თქვენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, მსგავსი დარღვევის შესახებ შეტყობინება („DMCA წაშლის მოთხოვნის შეტყობინება“) გამოგვიგზავნეთ მომდევნო პუნქტების გათვალისწინებით:

    • ფიზიკური ან ელექტრონული ხელმოწერა იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია, იმოქმედოს სავარაუდოდ დარღვეული ექსკლუზიური უფლების მფლობელის სახელით;

    • მაიდენტიფიცირებელი იმ საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრისა, რომელზეც განხორციელდა სავარაუდო დარღვევა, ან თუკი ერთი შეტყობინება მოიცავს ერთ ვებსაიტზე განთავსებულ ერთზე მეტ საავტორო უფლებებით დაცულ ნამუშევარს, ამგავრი ნამუშევრების შესაბამისი ჩამონათვალი;

    • მაიდენტიფიცირებელი იმ მასალებისა, რომლებზეც არღვევს უფლებებს ან თავად წარმოადგენს უფლებების დამრღვევი ქმედების საგანს და რომელიც უნდა წაიშალოს ან საჭიროებს წვდომის შეზღუდვას. ასევე, საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ მომსახურების მომწოდებელმა შეძლოს მსგავსი მასალის აღმოჩენა;

    • საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ მომსახურების მომწოდებელმა შეძლოს თქვენთან დაკავშირება, მაგალითად, მისამართი ან, არსებობის შემთხვევაში, ტელეფონის ნომერი ან ელფოსტა;

    • განცხადება იმის თაობაზე, რომ თქვენ კეთილსინდისიერად გწამთ, რომ საჩივარში მითითებული მასალის გამოყენება არ ყოფილა ნებადართული საავტორო უფლებების მფლობელის, მისი წარმომადგენლის ან კანონმდებლობის მიერ; და

    • განცხადება იმის თაობაზე, რომ ცრუ ჩვენებისთვის დაწესებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, თქვენ მიერ შეტყობინებაში მოწოდებული ინფორმაცია ზუსტია და თქვენ უფლებამოსილი ხართ, იმოქმედოთ სავარაუდოდ დარღვეული ექსკლუზიური უფლებების მფლობელის სახელით.

    ნებისმიერი სახის DMCA შეტყობინება წაშლის მოთხოვნის შესახებ უნდა გამოიგზავნოს ელფოსტაზე: copyright@match.com, ტელეფონის ნომერზე: 214-576-3272 ან ფოსტით, შემდეგ მისამართზე: Copyright Compliance Department c/o Tinder Legal, 8750 N. Central Expressway, Dallas, Texas 75231. Tinder გააუქმებს განმეორებითი დარღვევების მქონე ანგარიშებს.

  13. 13. რეკლამა და მესამე მხარის კონტენტი

    ჩვენი მომსახურების ფარგლებში შესაძლოა შეგხვდეთ რეკლამები ან მესამე მხარის მიერ განთავსებული სარეკლამო განცხადებები. Tinder არ წაახალისებს და არ იღებს პასუხისმგებლობას მსგავს პროდუქციასა ან მომსახურებასა და თქვენს ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით.

    ჩვენი მომსახურება შესაძლოა შეიცავდეს მესამე მხარის მიერ შემოთავაზებულ რეკლამებსა და აქციებს და სხვა ვებგვერდების ან რესურსების ბმულებს. ამასთანავე, ჩვენი მომსახურების ფარგლებში შესაძლოა დაშვებული იყოს თქვენს მიერ ვირტუალური საგნების მოპოვების სანაცვლოდ რეკლამის ყურება; Tinder არ იძლევა გარანტიას იმაზე, რომ თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ მსგავსი რეკლამის ყურება ან რომ მსგავსი რეკლამები ყოველთვის ხემლისაწვდომი იქნება. ამასთან, Tinder-მა, თავისი კონტენტის ფარგლებში, შესაძლოა მოგაწოდოთ არაკომერციული სახის ბმულები ან მესამე მხარესთან დაკავშირებული მასალებიც. Tinder-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა რაიმე გარე ვებგვერდის ან რესურსების ან მათი კონტენტის ხელმისაწვდომობაზე (ან მიუწვდომლობაზე). ამასთანავე, Tinder არ იღებს პასუხისმგებლობას და არ წაახალისებს რაიმე პროდუქციას ან მომსახურებას, რომელიც შესაძლოა შემოგთავაზოთ მესამე მხარის ვებგვერდებმა ან რესურსებმა. თუკი გადაწყვეტთ ჩვენი მომსახურების მეშვეობით ხელმისაწვდომ მესამე მხარესთან ურთიერთქმედებას, მსგავსი მხარის მიერ წამოყენებული პირობები დაარეგულირებს თქვენსა და ამ უკანასკნელს შორის ურთიერთობას. Tinder-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა და არ იღებს ვალდებულებას მსგავსი მესამე მხარეების მიერ წამოყენებულ პირობებსა და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.

  14. 14. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

    Tinder-ის პასუხისმგებლობა იზღუდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ფარგლებში.

    მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული პირობების სრულად გათვალისწინებით, Tinder, მისი შვილობილი კომპანიები, თანამშრომლები, ლიცენზიარები ან მომსახურების მომწოდებლები არც ერთ შემთხვევაში არ არიან პასუხისმგებლები არაპირდაპირ, ირიბ, თანმიმდევრულ, უხეში ან შეცდომით გამოწვეული, სპეციალურ, სადამსჯელო, ფიქსირებულ ან გაზრდილ ზიანზე, მათ შორის (და არა მხოლოდ), როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი გზით მოგების დაკარგვაზე ან მონაცემთა გამოყენების, კეთილი ნებისა თუ სხვა არამატერიალური სახის ნებისმიერი დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია: (I) მომსახურებაზე თქვენი წვდომით ან მისი გამოყენებით ან მომსხაზურებაზე წვდომისა და მისი გამოყენების შესაძლებლობის არქონით, (II) ნებისმიერ მომხმარებლის ქცევით ან კონტენტით გამოწვეულ (რომელიც მოიცავს, შეუზღუდავად, 'წევრის კონტენტს' ან 'თქვენს კონტენტს') ან მესამე მხარეების, ნებისმიერი ჩვენი შვილობილი კომპანიების მომსახურების მეშვეობით ან მომსახურებასთან დაკავშირებულ; ან (III) თქვენს კონტენტზე ნებისმიერი არასანქცირებული წვდომით, გამოყენებით ან მასში მითითებულის შედეგად წარმოშობილზე, მაშინაც კი, როდესაც Tinder-ი ამგვარი ზიანის შესაძლო წარმოშობის შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული .

    მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული პირობების სრულად გათვალისწინებით, თქვენ მიერ Tinder მომსხურებასთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენის შემთხვევაში Tinder-ს არ დაეკისრება ერთობლივი პასუხისმგებლობა, რომელიც აღემატება (ა) 100 აშშ დოლარს ან (ბ) თქვენ მიერ, ამგვარის არსებობის შემთხვევაში, Tinder-ის მომსახურების სანაცვლოდ ოცდაოთხი (24) თვის განმავლობაში გადახდილ თანხას, რომელიც უშუალოდ წინ უძღვის იმ თარიღს, რომელშიც Tinder-ის წინააღმდეგ შეიტანეთ თავდაპირველი საჩივარი, აღძარით საარბიტრაჟო პროცესი ან სხვა სამართლებრივი პროცედურა, მიუხედავად იმისა, ექცევა თუ არა ეს უკანასკნელი კანონით გათვალისწინებულ, სამართლებრივ ან სამართლიანობის ფარგლებში.

    წინა პირობაში ზიანის მიყენების შესახებ მითითებული შეზღუდვები მოქმედებს (i) განურჩევლად იმისა, თუ რას ეფუძნება პასუხისმგებლობის დაკისრება (იქნება ეს პირობების დარღვევა, კონტრაქტის დარღვევა, სამართალდარღვევა, კანონისა თუ სხვაგვარი დარღვევა), (ii) უფლებების, პრივილეგიების, ან ვალდებულებების დარღვევების მიუხედავად, და (iii) ყველა მოვლენის, მომსახურებისა და წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში .

    მე-14 პუნქტით განსაზღვრული პირობები პასუხისმგებლობის შეზღუდვების შესახებ ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუკი წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თქვენ მიერ წამოყენებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები არ ამართლებს მათი გამოყენების ძირითად მიზანს. ზოგიერთი იურისდიქცია კრძალავს კონკრეტული ზარალის შეზღუდვას, ამგვარად, შესაძლოა, თქვენზე არ გავრცელდეს წინამდებარე პუნქტში მოცემული ზოგიერთი ან არცერთი შეზღუდვა.

  15. 15. დავების გადაწყვეტა

    სამართლებრივი დავის წარმოქმნის ნაკლებმოსალოდნელ შემთხვევებში მხარეებმა უნდა იმოქმედონ შემდეგნაირად, გარდა მოქმედი კანონით აკრძალული შემთხვევებისა.

    15ა. არაფორმალური დავების გადაწყვეტის პროცესი

    თუკი თქვენ რაიმე მიზეზით უკმაყოფილო ხართ ჩვენი მომსახურებით, პირველ რიგში, მიმართეთ Tinder-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რათა ვცადოთ გარე მხარეების ჩარევის გარეშე თქვენი პრობლემის გადაჭრა. თუკი გადაწყვეტთ Tinder-ის წინააღმდეგ საქმის აღძვრას, პრეტენზიის წარდგენას ან დაპირისპირებას, იმოქმედებს წინამდებარე პირობები. მე-15 პუნქტში აღნიშნული დავების გადაწყვეტის პროცესისა და საარბიტრაციო პროცედურების განხორციელების მიზნებისთვის ტერმინი „Tinder“ გულისხმობს ყველა ჩვენს შვილობილ კომპანიას, დასაქმებულს, ლიცენზიარსა და მომსახურების მომწოდებელს.

    Tinder-ისთვის მნიშვნელოვანია თქვენთან ურთიერთობის შენარჩუნება. შესაბამისად, ჩვენ ვაფასებთ დავების არაფორმალურად გადაწყვეტას, რადგან იგი სარგებლის მომტანია ორივე მხარისთვის. ტერმინი „დავა“ აღნიშნავს თქვენსა და Tinder-ს შორის წარმოქმნილ ნებისმიერ დავას, პრეტენზიას ან დაპირისპირებას, რომელიც ამ შეთანხმებიდან გამომდინარეობს ან რაიმე ფორმით უკავშირდება ამ შეთანხმებას (მათ შორის, წინამდებარე შეთანხმების სავარაუდო დარღვევას), მომსახურებას, ან თქვენსა და Tinder-ს შორის ურთიერთობას. ტერმინი „დავა“, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, გამოიყენება ტერმინის ყველაზე ფართო მნიშვნელობით და მოიცავს პრეტენზიებს, რომლებიც წარმოიშვა წინამდებარე ან ნებისმიერი წინა შეთანხმების არსებობამდე, პრეტენზიებს, რომლებიც წარმოიშვა წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში, და პრეტენზიებს, რომლებიც წარმოიშვა წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე შეთანხმება შემდეგში ჩანაცვლდება თქვენსა და Tinder-ს შორის დადებული შემდგომი შეთანხმებით).

    თუკი თქვენსა და Tinder-ს შორის წარმოიშვა დავა („თქვენი დავა“) მანამ, სანამ ფორმალურად აღძრავთ საქმეს საარბიტრაჟო ან მცირე საჩივრების სასამართლოში, თქვენ თანხმობას აცხადებთ, თავდაპირველად დეტალური შეტყობინება („შეტყობინება“) გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: CT Corporation, c/o Tinder, 1209 Orange Street, City of Wilmington, County of New Castle, Delaware 19801, USA. თუკი გედავებათ Tinder („Tinder-ის დავა“), Tinder თანხმობას აცხადებს, ამის შესახებ თავდაპირველად შეგატყობინოთ ჩვენთვის ცნობილ თქვენს უახლეს ელფოსტის მისამართზე, ან თუკი ელფოსტის მისამართი არ ფიქსირდება, თქვენს ანგარიშში მითითებული სხვა საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.

    თქვენი შეტყობინება უნდა შეიცავდეს ყველა მომდევნო სახის ინფორმაციას: (1) თქვენი სრული სახელი; (2) ინფორმაცია, რომელიც Tinder-ს საშუალებას მისცემს თქვენი ანგარიშის იდენტიფიცირების საშუალებას, მათ შორის, თქვენი პროფილის სურათი ან ეკრანის ანაბეჭდი, თქვენი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი და დაბადების თარიღი, რომელიც გამოიყენეთ ანგარიშის რეგისტრაციისას, ამგვარის არსებობის შემთხვევაში; და (3) თქვენი დავის დეტალური აღწერა, მათ შორის, თქვენი პრეტენზი(ებ)ის და დახმარების ტიპის ხასიათი და ფაქტობრივი საფუძვლები, აგრეთვე, სავარაუდო ზიანის შესაბამისი ანგარიშგება (ამგვარის არსებობის შემთხვევაში) . იმისთვის, რომ შეტყობინება შევიდეს ძალაში, აუცილებელია მასზე თქვენი ხელმოწერის დაფიქსირება. Tinder-ის დავის შესახებ შეტყობინებაც უნდა შეიცავდეს Tinder-ის დავის დეტალურ აღწერას, რომელიც უნდა შეიცავდეს პრეტენზი(ებ)ისა და დახმარების ტიპის ხასიათსა და ფაქტობრივ საფუძვლებს, აგრეთვე, ჩვენთვის მიყენებული ზიანის შესაბამის ანგარიშგებას (ამგვარის არსებობის შემთხვევაში).

    თქვენ და Tinder თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ მზად ხართ, დავის გადასაწყვეტად დაიწყოთ კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები. კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების ფარგლებში Tinder-მა შესაძლოა გამოითხოვოს სატელეფონო შეხვედრა, რათა თქვენთან ერთად განიხილოს თქვენი დავა და თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შეხვედრაში უშუალოდ მიიღებთ მონაწილეობას თქვენი ადვოკატის თანდასწრებით, თუკი თქვენს მხარეს წარმოადგენს ადვოკატი. Tinder-ის მსგავსად, თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ სატელოფონო შეხვედრა, რათა განიხილოთ Tinder-ის თქვენ წინააღმდეგ არსებული დავა და Tinde აცხადებს თანხმობას, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს თავის ერთ წარმომადგენელთან ერთად. (გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, თუკი წარმოადგენთ შეტყობინებას Tinder-ის ანგარიშის გაუქმების თაობაზე ზემოთ მე-4 პუნქტში წარმოდგენილი პირობების შესაბამისად, ასეთი დავა არ განიხილება როგორც Tinder-ისა და თქვენი დავა.) ამგვარი არაფორმალური პროცესი უნდა დასრულდეს დავის გადაწყვეტით.

    თუმცა, თუკი დავა არ გადაწყდა სრულად შევსებული შეტყობინების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში და მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებულან წინამდებარე არაფორმალური დავის გადაწყვეტის ვადის გახანგრძლივების თაობაზე, თქვენ ან Tinder-ს შესაძლებლობა გაქვთ, წამოიწყოთ არბიტრაჟი (რომელიც, ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად, ექვემდებარება მხარის უფლებამოსილებას, აირჩიოს მცირე საჩივრების სასამართლო). მოცემული არაფორმალური დავის გადაწყვეტის პროცესის დასრულება წარმოადგენს წინაპირობას ნებისმიერი ტიპის საქმის აღძვრისა საარბიტრაჟო ან მცირე საჩივრების სასამართლოში (გარდა თქვენ მიერ მომსახურების გამოყენების ფარგლებში თქვენ წინააღმდეგ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ან სექსუალური შევიწროების შესახებ ცალკეული პრეტენზიებისა). ზემოხსენებული პროცესის დაუსრულებლობა წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევას. კანონის ეფექტურობისა და საქმის აღსაძვრელად საჭირო რაიმე საკომისიოს გადახდის ვადები დაწესდება მაშინ, როცა თქვენ და Tinder ჩაერთვებით ვადების გადაწყვეტის არაფორმალურ პროცესში. გარდა მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული შემთხვევებისა, არბიტრაჟის მომწოდებელს, ეროვნული არბიტრაჟისა და მედიაციის („NAM“) ორგანოს, არ აქვს არბიტრაჟის შესახებ მოთხოვნის მიღების ან მისი განხილვის უფლება და ადმინისტრაციული წესით უნდა დახუროს ნებისმიერი საარბიტრაჟო საქმე, თუკი ამგვარი მოთხოვნის წარმდგენი მხარე არ წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ დავების გადაწყვეტის წინამდებარე არაფორმალური პროცესის ყველა პირობა დაცულია. სათანადო კომპეტენციის მქონე იურისდიქციის სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, აამოქმედოს წინამდებარე დებულება და ბრძანება გასცეს ნებისმიერი საარბიტრაჟო განხილვის ან მცირე საჩივრების სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერებაზე.

    ნებისმიერი მხარის, მისი წარმომადგენლის, თანამშრომლებისა და ადვოკატიების მიერ დავების გადაწყვეტის არაფორმალური პროცესის მიმდინარეობისას წამოყენებული ყველა შეთავაზება, დაპირება, ქმედება, ან განცხადება კონფიდენციალურია და დაუშვებელია მათი ნებისმიერი მომდევნო განხილვისას მტკიცებულების სახით გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს საჭიროა წერილობით დასადასტურებლად იმისა, რომ NAM-ის მიერ საარბიტრაჟო პროცესის დაწყებამდე მხარემ დააკმაყოფილა წინამდებარე დავების გადაწყვეტის არაფორმალური პროცესის დასაწყებად საჭირო ყველა მოთხოვნა), ამასთან, მტკიცებულებები, რომელთა გამოყენებაც ნებადართულია ან რომლებიც ექვემდებარება გამჟღავნებას, არ ჩაითვლება მიუღებლად ან კონფიდენციალურად.

    15ბ. ინდივიდუალური სამართლებრივი დახმარება: ერთობლივ სარჩელსა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმა

    კანონით ნებადართული პირობების სრულად გათვალისწინებით, თქვენ და Tinder-ი ორივე უფლებამოსილი ხართ ინდივიდუალური არბიტრაჟის სასარგებლოში საქმის აღძვრაზე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სასამართლო დაადგენს, რომ "ინდივიდუალური სარჩელების არბიტრაჟით განხილვის შესახებ კანონი სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ძალადობის თანხმობის გარეშე" გამოიყენება). თქვენ და Tinder-ი უარს ამბობთ ორივე მხარის მიერ ან სხვაგვარად კომპენსაციის მიღების მიზნით, ერთობლივი სარჩელის საფუძველზე, მათ შორის ნებისმიერ მიმდინარე სარჩელზე Tinder-ის წინააღმდეგ. კანონმდებლობით დასაშვები მაქსიმალური ზომების ფარგლებში დაუშვებელია ნებისმიერი პრეტენზიის ერთობლივ, კოლექტიურ, წარმომადგენლობით, კონსოლიდირებულ ან კერძო გენერალური პროკურორის საფუძველზე არბიტრაჟის ან სასამართლო განხილვით სარგებლობა.

    არბიტრს შეუძლია გამოიტანოს ისეთივე გადაწყვეტილება, როგორც სასამართლომ, იმ პირობით, რომ არბიტრი უფლებამოსილია, გამოიტანოს მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილება (მათ შორის, სასამართლო აკრძალვის ან დეკლარატორული დაცვის სახით) კონკრეტული მხარის (რომელიც საჭიროებს ზარალის ანაზღაურებას) სასარგებლოდ და მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია აღნიშნული მხარის პრეტენზიით დასაბუთებული საბოლოო ანაზღაურების უზრუნველსაყოფად. არბიტრი არაა უფლებამოსილი, საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანოს ნებისმიერი სხვა პირის ინტერესების სასარგებლოდ, მის წინააღმდეგ, ან მისი სახელით, თუკი ის საარბიტრაჟო მხარეს არ წარმოადგენს ეთობლივ, კოლექტიურ, წარმომადგენლობით ან კერძო გენერალური პროკურორის ბრალდების საფუძველზე.

    თუკი სასამართლო დაადგენს, რომ, კონკრეტული პრეტენზიის ან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის თვალსაზრისით (მაგალითად, საზოგადოებრივი ხასიათის საქმიანობის სასამართლო აკრძალვა), წინამბდებარე პუნქტში არსებული რომელიმე აკრძალვა არ ექვემდებარება აღსრულებას და ამ გადაწყვეტილების ყველა აპელაცია დადასტურდება და, ამასთანავე, ეს გადაწყვეტილება გახდება საბოლოო, მაშინ თქვენ და Tinder აცხადებს თანხმობას, რომ კონკრეტული სარჩელი ან მოთხოვნა განიხილება სასამართლოში, თუმცა დროებით გადაიდება ზარალის ანაზღაურების თქვენ მიერ წამოყენებული სხვა პრეტენზიების კერძო საარბიტრაჟო საქმის დასრულებამდე. თუკი წინამდებარე პუნქტი არ ექვემდებარება აღსრულებას, მაშინ მოცემული საარბიტრაჟო დადგენილება სრულად (გარდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უარყოფისა და დავების არაფორმალური პროცესის გზით გადაწყეტისა) განულდება და გაბათილდება. წინამდებარე პუნქტი წარმოადგენს მოცემული საარბიტრაჟო შეთანხმების უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს. თუკი წინამდებარე პუნქტი არ ექვემდებარება აღსრულებას, მაშინ მოცემული საარბიტრაჟო დადგენილება სრულად (გარდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უარყოფისა და დავების არაფორმალური პროცესის გზით გადაწყეტისა) განულდება და გაბათილდება. წინამდებარე პუნქტი წარმოადგენს მოცემული საარბიტრაჟო შეთანხმების უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს. წინამდებარე პუნქტი წარმოადგენს მოცემული საარბიტრაჟო შეთანხმების უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს.

    15გ. დავების გადაწყვეტა არბიტრაჟის ან მცირე საჩივრების სასამართლოს გზით

    ნებისმიერი დავა (რომელიც ვერ გადაწყდება არაფორმალური გზით, Tinder-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის დახმარებით ან ზემოხსენებულ 15ა ქვეპუნქტში გათვალისწინებული არაფორმალური დავების გადაწყვეტის პროცესის ფარგლებში) უნდა გადაწყდეს მხოლოდ სავალდებულო ინდივიდუალური არბიტრაჟის საფუძველზე, გარდა შემდეგი ტიპის დავების შემთხვევაში:

    1. დავები, რომლებიც მცირე დავების სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებშია: ან თქვენ ან Tinder-ს შეგიძლიათ, მიმართოთ სასამართლოს ინდივიდუალური განცხადების განხილვის თაობაზე. თუკი მცირე საჩივრების სასამართლოში საქმის გაგრძელების მოთხოვნა წარმოდგენილი იქნება საარბიტრაჟო პროცესის წამოწყების შემდეგ, მაგრამ არბიტრის დანიშვნამდე, ამგვარი არბიტრაჟი ადმინისტრაციული გზით უნდა დახუროს არბიტრაჟის პროვაიდერმა (მაგ., NAM-მა). მცირე საჩივრების სასამართლოს მიერ მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას არ მიენიჭება პრეიუდიციული ძალა არცერთ პროცესში, რომელშიც მონაწილეობს Tinder და თქვენ გარდა ნებისმიერი სხვა პირი. იმ შემთხვევაში, თუკი მცირე საჩივრების სასამართლო კონკრეტულად დაადგენს, რომ არ გააჩნია დავის განხილვის იურისდიქცია, თქვენ და Tinder-ი დავას გადაწყვეტთ არბიტრაჟის გზით, წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუკი მცირე საჩივრების სასამართლო შეძლებს, განიხილოს მხოლოდ გარკვეული ტიპის სარჩელები, ეს განცხადებები პირველ ეტაპზე გადაეგზავნება მცირე საჩივრების სასამართლოში. თუ არსებობს დამატებითი სარჩელი, რომელიც არ ხვდება მცირე საჩივრების სასამართლოს იურისდიქციაში, თქვენ და Tinder-ი დარჩენილ დავებს არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყეტთ, წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად.

    2. დავები, სადაც სადავოა, ექვემდებარება თუ არა დავა მცირე საჩივრების სასამართლოს იურისდიქციას: მცირე საჩივრების სასამართლოს იურისდიქციის საკითხთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის დაპირისპირება ექვემდებარება უშუალოდ მცირე საჩივრების სასამართლოს განხილვას. იმ შემთხვევაში, თუკი მცირე საჩივრების სასამართლო ვერ ახერხებს ან ის არ არის მზად გადაწყვიტოს ასეთი დავა ან მის გარშემო არსებული უთანხმოებები, ექვემდებარება თუ არა მცირე საჩივრების სასამართლოს იურისდიქციას, იგი შეიძლება გადაწყდეს კომპეტენტური იურისდიქციის ფარგლებში. თუკი თქვენ ან Tinder-ი გააპროტესტებთ თქვენი დავის შესახებ მცირე საჩივრების სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და კომპეტენტური იურისდიქციის მქონე სასამართლო დაადგენს, რომ დავის მცირე საჩივრების სასამართლოს გზით გადაწყვეტის არჩევანი არ ექვემდებარება აღსრულებას, დავის გადაწყვეტის წინამდებარე შეთანხმებით განპირობებული ასეთი არჩევანი გაუქმდება. თუმცაღა, ამგვარი სასამართლო გადაწყვეტილება არ ჩაითვლება ან მიიჩნევა სავალდებულოდ და არ მიენიჭება პრეიუდიციული ძალა არცერთ პროცესში, რომელშიც მონაწილეობს Tinder-სა და თქვენ გარდა ნებისმიერი სხვა პირი.

    3. იმ დრომდე, სანამ თქვენი პრეტენზიები რეგულირდება „სექსუალური ძალადობისა და სექსუალურად შევიწროების ფაქტების იძულებითი საარბიტრაჟო წესის დასრულება“ მუხლით“: თუ სასამართლო დაადგენს, რომ აღნიშნული მუხლი არეგულირებს თქვენს მოთხოვნა(ებ)ს, აღნიშნული მოთხოვნების წარდგენა შესაძლებელია მე-17 პუნქტის შესაბამისად.

    4. დავები გარკვეულ იურისდიქციებში: დავების გადაწყვეტის შესახებ წინამდებარე პუნქტში მოცემული ნებისმიერი ქვეპუნქტი, რომლის შესრულებაც კანონით აკრძალულია, არ გავრცელდება შესაბამისი იურისდიქციის ფარგლებში მცხოვრებ მომხმარებლებზე, მათ შორის იგულისხმება 15ბ, 15გ, 15დ და 15ე ქვეპუნქტები, რომლებიც არ გავრცელდება ევროკავშირში, ევროპის ეკონომიკურ ზონაში, გაერთიანებულ სამეფოში და შვეიცარიაში მცხოვრებ მომხმარებლებზე. ევროკომისიის დავების გადაჭრის ციფრული პლატფორმა ხელმისაწვდომია საიტზე https://consumer-redress.ec.europa.eu/index_en. Tinder-ი არ იღებს მონაწილეობას სამომხმარებლო საარბიტრაჟო დაწესებულების წინაშე დავების გადაჭრის პროცედურებში, თუ მომხმარებლების საცხოვრებელი ადგილია ევროკავშირი, ევროპის ეკონომიკური ზონა, გაერთიანებული სამეფო ან შვეიცარია.

    უშუალოდ არბიტრის გადაწყვეტილებას ექვემდებარება ყველა სხვა საკითხი (გარდა წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მათ შორის, და არა მხოლოდ, დავების გადაწყვეტის წინამდებარე პუნქტის მოცულობა და აღსრულებადობა, როგორიცაა არბიტრაჟის შესაძლებლობის საკითხი, არბიტრის დანიშვნის შემდეგ მცირე სარჩელების სასამართლოში საქმის გადაცემის ნებისმიერი მოთხოვნა და ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება იმის დადგენას, არღვევს ან ბოროტად იყენებს თუ არა რომელიმე მხარე დავების გადაწყვეტის წინამდებარე პუნქტს ან პირდაპირ თუ ირიბად თქვა თუ არა რომელიმე მათგანმა უარი არბიტრაჟის უფლებაზე.

    წინამდებარე დავების გადაწყვეტის მე-15 პუნქტის აღსასრულებლად გამართული ნებისმიერი სასამართლო პროცესის, მათ შორის, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დადასტურების, შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ, უნდა აღსრულდეს მე-17 პუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუკი დავების გადაწყვეტის მე-15 პუნქტი, რაიმე მიზეზის გამო, არ ექვემდებარება აღსრულებას, Tinder-ის წინააღმდეგ არსებული ნებისმიერი სამართალწარმოება (გარდა მცირე სარჩელების სასამართლოში არსებულისა) უნდა განხორციელდეს მხოლოდ ფედერალურ ან საშტატო სასამართლოებში, რომლებიც მდებარეობს ტეხასის შტატში, დალასის ოლქში. ამგვარად, თქვენ უპირობოდ აცხადებთ თანხმობას იმაზე, რომ მითითებული მიზნებისთვის აღნიშნულ სასამართლოებს აქვთ თქვენი საქმეების განხილვის უფლება და უარს აცხადებთ ნებისმიერ პრეტენზიაზე იმის შესახებ, რომ აღნიშნული სასამართლოები წარმოადგენს სამართალწარმოების თქვენთვის შეუსაბამო ორგანოს.

    15დ. ინდივიდუალური არბიტრაჟისა და ერთობლივი არბიტრაჟის ოქმები 

    წინამდებარე 15დ ქვეპუნქტი ვრცელდება იმ დავებზე, რომლებიც NAM-ს გადაეცა ზემოხსენებულ 15ა ქვეპუნქტში აღწერილი არაფორმალური დავების გადაწყვეტის პროცესის დასრულების შემდეგ და იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ან Tinder-მა არ აირჩიეთ მცირე საჩივრების სასამართლოს გზით საქმის გაგრძელება. თქვენსა და Tinder-ს შორის არსებულ ნებისმიერ საარბიტრაჟო საქმეს წარმართავს NAM, საარბიტრაჟო მოთხოვნის წარდგენის მომენტში NAM-ის დავების გადაწყვეტის მოქმედი სრული ოპერატიული წესებისა და პროცედურების („NAM-ის წესდება“) დაცვითა და დავების გადაწყვეტის წინამდებარე პირობების მე-15 პუნქტში განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით. NAM-ის წესდების ასლზე წვდომისთვის გადადით განყოფილებაში: Rules, Fees & Forms - National Arbitration and Mediation; ან დაუკავშირდით NAM-ს, NAM-ის ეროვნულ პროცესინგულ ცენტრში, შემდეგ მისამართზე: 990 Stewart Avenue 1st Floor, Garden City, NY 11530; ან ელფოსტაზე: commercial@namadr.com იმ შემთხვევაში, თუკი NAM ვერ შეძლებს ან არ ისურვებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, მხარეები ორმხრივად უნდა შეთანხმდნენ არბიტრაჟის ალტერნატიულ პროვაიდერზე, რომელიც, წინამდებარე შეთანხმების პირობების გათვალისწინებით, ჩაანაცვლებს და იკისრებს NAM-ის როლს. ამასთან, თუკი არბიტრაჟის ალტერნატიული პროვაიდერის წესდება ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ წესებს, უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე შეთანხმებას. თუკი მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, მათ უნდა მიმართონ სასამართლოს ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე იურისდიქციას, რათა დაინიშნოს არბიტრაჟის პროვაიდერი, რომელიც იკისრებს NAM-ის წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ მოვალეობებს. ამასთან, თუკი არბიტრაჟის ალტერნატიული პროვაიდერის წესდება ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ წესებს, უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე შეთანხმებას.

    მხარეები თანხმდებიან, რომ შემდეგი პროცედურები გავრცელდება ნებისმიერ საარბიტრაჟო საქმეზე, რომელიც აღიძვრება დავების გადაწყვეტის წინამდებარე პუნქტის ფარგლებში (რომელიმე მხარის მიერ მცირე საჩივრების სასამართლოს გზით საქმეთწარმოების არჩევის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულისამებრ):

    1. საარბიტრაჟო პროცესის დაწყება – საარბიტრაჟო პროცესის წამოსაწყებად თქვენ ან Tinder-მა NAM-ს უნდა გაუგზავნოთ საარბიტრაჟო პროცესის დაწყების მოთხოვნა („საარბიტრაჟო პროცესის მოთხოვნა“), რომელშიც, წინამდებარე ხელშეკრულებისა და NAM-ის მოთხოვნების შესაბამიდას, დეტალურად იქნება აღწერილი პრეტენზია/პრეტენზიები და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა. თუკი გააგზავნით საარბიტრაჟო პროცესის მოთხოვნას, ეს უკანასკნელი, NAM-ისთვის საარბიტრაჟო პროცესის მოთხოვნის გაგზავნიდან 7 დღის განმავლობაში, უნდა წარუდგინოთ Tinder-საც, შემდეგ მისამართზე: CT Corporation, 1209 Orange Street, City of Wilmington, County of New Castle, Delaware 19801, USA. თუკი საარბიტრაჟო პროცესის მოთხოვნას გაგზავნის Tinder, აღნიშნული დოკუმენტი თქვენც გამოგეგზავნებათ ჩვენს ბაზაში დაფიქსირებულ საფოსტო მისამართზე, იმავე 7-დღიანი ვადაში. თუკი თქვენი საფოსტო მისამართი მიუწვდომელია, დოკუმენტაცია გამოგეგზავნებათ ჩვენს ბაზაში დაფიქსირებულ ელფოსტაზე ან, ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში, თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული სხვა საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. არბიტრაჟის მომწოდებელს არ აქვს რაიმე სახის საარბიტრაჟო მოთხოვნის მიღების ან განხილვის უფლება და ადმინისტრაციული წესით უნდა დახუროს აღნიშნული მოთხოვნა, თუკი მასში წერილობით არაა დადასტურებული, რომ მხარე აკმაყოფილებს დავების გადაწყვეტის შესახებ მე-15 პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს, ან თუკი რომელიმე მხარე, ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად, ირჩევს მცირე საჩივრების სასამართლოს.

    2. საკომისიოები – ეროვნული არბიტრაჟისა და მედიაციის (NAM) მიერ დაწესებული გადასახადების გადახდა რეგულირდება NAM-ის წესდების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე წარმოადგენს ერთობლივ სარჩელს (როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ) ან როდესაც რომელიმე მხარის მიერ გადახდილი NAM-ის მიერ დაწესებული ხარჯები და გადასახადები (მათ შორის არბიტრის მომსახურების საფასური) გადანაწილებულია არბიტრის ბრძანებით, იმის დადგენის შემდეგ, რომ: (ა) ერთ-ერთმა მხარემ დაარღვია წინამდებარე ხელშეკრულების მე-15 პუნქტი, (ბ) ამგვარი გადანაწილება განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებით ან (გ) გადანაწილება სხვაგვარად ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით. Tinder-ისთვის თქვენი ფინანსური სიდუხჭირის შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ თქვენ მიერ წარმოდგენილ კეთილსინდისიერ მოთხოვნას სარჩელის შეტანისთვის თქვენზე დაკისრებული შესაბამისი სამომხმარებლო საკომისიოს ნაწილის დაფარვის შესახებ. Tinder-ისთვის მნიშვნელოვანია გარანტია იმისა, რომ დავების განხილვის პროცესში საარბიტრაჟო ხარჯები მიმხმარებლებისთვის არ წარმოადგენდეს დამაბრკოლებელ ფაქტორს. თუკი Tinder წამოიწყებს საარბიტრაჟო პროცესს თქვენ წინააღმდეგ, ჩვენ თავად გადავიხდით NAM-ის მიერ დაწესებულ ყველა გადასახადს.

    3. არბიტრი – საარბიტრაჟო პროცესს უნდა ატარებდეს ერთპიროვნული, ნეიტრალური არბიტრი („საქმის არბიტრი“), რომელსაც დახმარებას გაუწევს NAM-ის წესდების შესაბამისად დანიშნული ნებისმიერი პროცესუალური არბიტრი. (ტერმინი „არბიტრი“ გულისხმობს როგორც საქმის არბიტრს, ისე პროცესუალურ არბიტრს). თუკი რომელიმე მხარემ აირჩია მოსმენა, არბიტრი უნდა იმყოფებოდეს თქვენს საცხოვრებელ ადგილას ან მასთან ახლოს. არბიტრი პასუხისმგებელი და ვალდებულია, დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუკი NAM-ის წესდება ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს წინამდებარე შეანხმებით გათვალისწინებულ პირობებს. თუკი არბიტრი გადაწყვეტს, რომ წინამდებარე შეთანხმების მე-15 პუნქტში მოცემული ნებისმიერი პირობის მკაცრი დაცვა (გარდა მცირე საჩივრების არჩევისა, რა შემთხევევაშიც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მცირე საჩივრების სასამართლომ) გამოიწვევს მთლიანობაში არასამართლიან არბიტრაჟს („არასამართლიანი პირობა“), არბიტრს გააჩნია უფლებამოსილება, საჭიროებისამებრ იმგვარად შეცვალოს არასამართლიანი პირობა, რომ ჩატარდეს მთლიანობაში სამართლიანი არბიტრაჟი, რომელიც, ამასთანავე, შეესაბამება გამოყენების პირობებს („შეცვლილი პირობა“). შეცვლილი პირობის არსის განსაზღვრისას არბიტრმა უნდა შეარჩიოს ისეთი პირობა, რომელიც შინაარსის მიხედვით ყველაზე ახლოს დგას არასამართლიანი პირობის განზრახვის განმარტებასთან.

    4. დისპოზიციური შუამდგომლობა – მხარეები თანხმდებიან, რომ საქმის არბიტრს გააჩნია უფლებამოსილება, დისპოზიციური შუამდგომლობა განიხილოს ზეპირ მტკიცებულებათა მოსმენის გარეშე. დისპოზიციური შუამდგომლობის შესახებ მოთხოვნის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ გარემოებებში: (ა) საქმის არბიტრის დანიშვნიდან 30 დღის განმავლობაში მხარეს შეუძლია სასარჩელე განცხადებების საფუძველზე მოითხოვოს დისპოზიციური შუამდგომლობის აღძვრა; და (ბ) ზეპირ მტკიცებულებათა მოსმენამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე, მხარეთა სასარჩელე დოკუმენტაციისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მხარეს შეუძლია მოითხოვოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის დისპოზიციური შუამდგომლობა.

    5. მტკიცებულებების წარმოდგენის მოთხოვნა –თითოეულ მხარეს შეუძლია: (ა) მეორე მხარისგან მოითხოვოს მაქსიმუმ ხუთი შესაბამისი, არაპრივილეგირებული დოკუმენტის წარმოდგენა; და (ბ) მეორე მხარეს მოსთხოვოს დადასტურებული პასუხები არაუმეტეს 5 შესაბამის წერილობით შეკითხვაზე (ქვეშეკითხვების ჩათვლით). თუკი ორივე მხარე სხვაგვარად არ შეთანხმდება, მტკიცებულებების წარმოდგენის არანაირი სხვა ფორმა (ფიცის ქვეშ წერილობითი ჩვენებების ჩათვლით) არ უნდა იყოს გამოყენებული. მტკიცებულებების წარმოდგენის ნებისმიერი ამგვარი მოთხოვნა მეორე მხარეს უნდა წარედგინოს არბიტრის დანიშვნიდან 21 დღის განმავლობაში. მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში ან, მტკიცებულებების წარმოდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, ბრალმდებელი არბიტრის მიერ დავის გადაწყვეტის ვადიდან 30 დღის განმავლობაში, მოპასუხე მხარემ მომთხოვნ მხარეს უნდა წარუდგინოს ყველა შესაბამისი, არაპრივილეგირებული დოკუმენტი, მოთხოვნილ წერილობით შეკითხვებზე მხარის მიერ გაცემული და ხელმოწერილი პასუხები ან/და მოთხოვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პრეტენზია. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მხარე მოითხოვს, რომ საქმის არბიტრმა, წერილობითი მასალების საფუძველზე, გაითვალისწინოს დისპოზიციური შუამდგომლობა, მტკიცებულებების გადაცემასთან დაკავშირებული წერილობითი პასუხის წარმოდგენის ვადა უნდა გახანგრძლივდეს ამგვარი დისპოზიციური შუამდგომლობის შესახებ საქმის არბიტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან მაქსიმუმ 30 დღით. თუკი შეხვედრისა და თათბირის შემდეგ მხარეები ვერ თანხმდებიან მტკიცებულებების წარმოდგენასთან ან ვადის გახანგრძლივების მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებული დავის გადაწყვეტაზე, ამგვარი საქმე გადაწყვეტილების მისაღებად დაუყონებლივ უნდა გადაეცეს საქმის არბიტრს. ნებისმიერი მტკიცებულების წარმოდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას საქმის არბიტრი ვალდებულია, გაითვალისწინოს ძირითადი საარბიტრაჟო სარჩელის არსი, მისი მოცულობა და მასშტაბი, ის ხარჯები და სხვა სახის ძალისხმევა, რომელიც აუცილებელია მოთხოვნილი მტკიცებულებების წარმოსადგენად, საქმის წარმოების განრიგი და ზომები, რომელთა ფარგლებშიც მოთხოვნილი მტკიცებულებების წარმოდგენა აუცილებელია სარჩელის ან დაცვის ადეკვატური მომზადებისათვის, აგრეთვე გასათვალისწინებელია NAM-ის მიზნები ეფექტური და ეკონომიური გადაწყვეტილებების მისაღებად. ნებისმიერი დამატებით მტკიცებულების წარმოდგენის მოთხოვნის საფუძვლიანი მიზეზის დამტკიცების ვალდებულება ეკისრება მომთხოვნ მხარეს.

    6. კონფიდენციალურობა – ნებისმიერი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრი გამოსცემს განკარგულებას იმის შესახებ, რომ აკრძალული იქნება არბიტრაჟის დროს გამჟღავნებული რომელიმე მხარის კონფიდენციალური ინფორმაციის (დოკუმენტებში თუ ზეპირად) გამოყენება ან გამჟღავნება (გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც დაკავშირებულია არბიტრაჟთან ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურასთან) და რომ სასამართლოს მიერ ნებადართული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული ფორმით.

    7. საარბიტრაჟო მოსმენა – თქვენ და Tinder-ს გაქვთ მტკიცებულებების სამართლიანი განხილვის (მაგ. სასამართლო პროცესის) უფლება საქმის არბიტრის წინაშე. საარბიტრაჟო პროცედურები, როგორც წესი, უფრო მარტივი, ხელმისაწვდომი, და მეტად დაჩქარებულია, ვიდრე სასამართლო და სხვა იურიდიული პროცედურები. მხარეები თანხმდებიან ზეპირი მოსმენების უარყოფაზე, და, ნაცვლად ამისა, წერილობითი განცხადებებისა და გადაწყვეტილების გამოსატანად მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებული სხვა მტკიცებულების საფუძველზე, ყველა არსებულ დავას გადასცემენ საქმის არბიტრს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარე ზეპირ მოსმენას მოითხოვს მოპასუხე მხარის მიერ საპასუხო საქმის აღძვრიდან არაუგვინეს 10 დღის ვადაში. თუკი მოთხოვნილი იქნება ზეპირი ჩვენებების სასამართლო მოსმენა, ორივე მხარე პირადად უნდა დაესწროს მოსმენას, მიუხედავად იმისა, დანიშნული ჰყავს თუ არა რომელიმე მხარეს ადვოკატი. ორივე მხარე პირადად უნდა დაესწროს მოსმენას. რომელიმე მხარის მიერ მოსმენაზე პირადად არგამოცხადება, საქმის არბიტრის მიერ საპატიო მიზეზის გამო საქმის გადადების ბრძანების გარეშე, დასრულდება მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ გამოტანილი განაჩენით.

    8. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება – არბიტრაჟის ფორმატის მიუხედავად, საქმის არბიტრმა გონივრული გადაწყეტილება უნდა წარმოადგინოს წერილობით, მოსმენიდან 30 დღის განმავლობაში ან, იმ შემთხვევაში, თუკი მოსმენა არ გაიმართება, ნებისმიერი საპასუხო ან დამატებითი განაცხადის წარდგენის ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში. გადაწყვეტილებაში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული მონიჭებული ანაზღაურება, ამგვარის არსებობის შემთხვევაში, და მოკლედ უნდა განმარტავდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზებს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ვალდებულებას გაკისრებთ მხოლოდ თქვენ და Tinder-ს და არ გააჩნია რაიმე აღმკვეთი ძალა სხვა არბიტრაჟში ან პროცესში, რომელშიც მონაწილეობს მეორე მხარე. თუმცაღა, საქმის არბიტრს შეუძლია განიხილოს სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება მეორე მხარეს. არბიტრს, სასამართლოს მსგავსად, შეუძლია საკომისიოების ან გადასახადების დაკისრება ეროვნული არბიტრაჟისა და მედიაციის (NAM) წესდებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. აღნიშნული მოიცავს (და არ შემოიფარგლება) არბიტრის შესაძლებლობას, დააწესოს საკომისიოები ან გადასახადები იმ შემთხვევაში, თუკი არბიტრი დაადგენს, რომ სარჩელი ან დაცვის პოზიცია უსაფუძვლოა ან წამოიჭრა არამართლზომიერი მიზნებისთვის, შევიწროებისთვის ან არაკეთილსინდისიერად.

    9. შემოთავაზება შეთანხმების თაობაზე – მოპასუხე მხარეს შეუძლია, თუმცა ვალდებული არაა, მტკიცებულებათა განხილვამდე მეორე მხარეს შეთანხმების თაობაზე წერილობითი შეთავაზება წარუდგინოს ნებისმიერ დროს, ან, დისპოზიციური შეამდგომლობის დაშვების შემთხვევაში, დისპოზიციური შუამდგომლობის დაკმაყოფილებამდე. დაუშვებელია ნებისმიერი შეთანხმებით შემოთავაზებული ფულადი ანაზღაურების ოდენობის ან პირობების საქმის არბიტრისთვის გამჟღავნება მანამ, სანამ საქმის არბიტრი არ გამოსცემს სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას. თუკი გადაწყვეტილება მიღებულია მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ და ზარალის ანაზღაურება მოპასუხე მხარის მიერ შეთანხმებაში შეთავაზებულ რაოდენობაზე ნაკლებია ან თუკი გადაწყვეტილება მიღებულია მოპასუხის სასარგებლოდ, მოწინააღმდეგე მხარემ მოპასუხეს უნდა აუნაზღაუროს შემოთავაზების შემდეგ გაწეული ხარჯები, მათ შორის, ადვოკატის მომსახურების ნებისმიერი საფასურიც. თუკი რომელიმე მოქმედი კანონმდებლობა ან სასამართლო პრეცენდენტი კრძალავს საარბიტრაჟო პროცესის დროს გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, წინამდებარე დებულებაში მოცემული შეთავაზება წარმოადგენს დაგროვების შეწყვეტის საფუძველს იმ ხარჯებისთვის, რომლებიც, აღძრული სარჩელის ფარგლებში, შესაძლოა ეკუთვნოდეს მოსარჩელეს.

    10. ერთობლივი სარჩელი – თუკი ერთისა და იმავე ან კოორდინირებული ადვოკატისა თუ ორგანიზაციის მიერ („ერთობლივი სარჩელი“) Tinder-ის ან მასთან დაკავშირებული მხარეების წინააღმდეგ საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებით ნებისმიერ დროს წამოყენებული იქნება 25 ან მეტი ანალოგიური მოთხოვნა და თუკი აღნიშნული მოთხოვნა შეესაბამება ერთობლივი სარჩელის წარდგენასთან დაკავშირებულ განსაზღვრებებსა და კრიტერიუმებს, რომლებიც განსაზღვრულია NAM-ის ერთობლივი სარჩელის წარმოდგენით აღძრული დავების გადაწყვეტის დამატებით წესებსა და პროცედურებში (NAM-ის „ერთობლივი სარჩელის წარმოდგენის წესები", რომლებიც ხელმისაწვდომია განყოფილებაში Rules, Fees & Forms - National Arbitration and Mediation), ამოქმედდება ქვემოთ მოცემული დამატებითი ოქმი. 

      1. თუკი თქვენ ან თქვენი ადვოკატი წარადგენთ საარბიტრაჟო პროცესის აღძვრის მოთხოვნას, რომელიც აკმაყოფილებს ერთობლივი სარჩელის ზემოხსენებულ განსაზღვრებას, ამით თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ თქვენი მოთხოვნა საარბიტრაჟო პროცესის აღძვრაზე დაექვემდებარება ერთობლივი სარჩელის წინამდებარე ქვეპუნქტით განსაზღვრულ დამატებითი ოქმის პირობებს. თქვენ აგრეთვე აცნობიერებთ, რომ თქვენი დავის განხილვა შესაძლოა გადაიდოს და ხანდაზმულობის ნებისმიერი მოქმედი ვადა შეიძლება შეჩერდეს პირველი განსახილველი საქმის შერჩევის მომენტიდან თქვენი საქმის ძირითადი სამართალწარმოებისთვის შერჩევის მომენტამდე. 

      2. NAM-ის ერთობლივი სარჩელის წარდგენის წესდება მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი დავა, NAM-ის შეხედულებისამებრ, მისი წესებისა და დავების გადაწყვეტის წინამდებარე პუნქტის შესაბამისად, მიჩნეულია ერთობლივი სარჩელის ნაწილად. NAM-ის ერთობლივი სარჩელის წესდებისა და მასთან და დაკავშირებული საკომისიოს გადახდის განრიგი ამგვარი წესით უნდა აირჩიოთ თქვენ ან Tinder-მა, წერილობითი ფორმით, ხოლო დოკუმენტი უნდა გადაეცეს როგორც NAM-ს, ისე ყველა მოანწილე მხარეს.

        ძირითადი სამართალწარმოება
        . ძირითადი სამართალწარმოების აღძვრა წახალისებულია სასამართლო და საარბიტრაჟო მწარმოებლების მიერ, მაშინ, როდესაც ერთისა და იმავე ან ერთმანეთთან დაკავშირებული მხარეების წინააღმდეგ არსებობს რამდენიმე დავა, ერთმანეთის მსგავსი პრეტენზიებით. ძირითადი სამართალწარმოების პირველადი პროცედურებისთვის ერთობლივი სარჩელების (თქვენი სარჩელის ჩათვლით) ადვოკატმა და Tinder-ის წარმომადგენელმა ადვოკატმა საქმის აღსაძვრელად უნდა აირჩიონ საარბიტრაჟო პროცესის 15 მოთხოვნა (ჯამში 30 მოთხოვნა), შესაბამისად, ასეთ დროს დაუშვებელია 30-ზე მეტი არბიტრაჟის შექმნა, წარმოება, განხილვა ან განხილვის პროცესში არსებობა. ამასთან, 30-დან თითოეულ ინდივიდუალურ საარბიტრჟო საქმის წარმოებას უნდა უხელმძღვანელოს საქმის სხვადასხვა არბიტრმა. ამ დროის განმავლობაში დაუშვებელია ერთობლივ სარჩელის შემადგენლობაში შემავალი სხვა არბიტრაჟის შექმნა, წარმოება, განხილვა ან განხილვის პროცესში არსებობა. 

        თუკი ძირითადი სამართალწარმოების პირველადი პროცედურების არბიტრაჟით ან სხვა გზით დასრულების შემდეგ მხარეები ვერ თანხმდებიან დარჩენილი საარბიტრაჟო მოთხოვნების გადაჭრის გზებზე, მხარეები ძირითადი სამართალწარმოების პროცედურას განაგრძობენ დამატებითი ოთხი (4) ეტაპის განმავლობაში, თითოეული მხარის მიერ თითოეულ ეტაპზე საარბიტრაჟო განცხადებების რაოდენობის ხუთი (5) ერთეულით გაზრდის უფლებით, შესაბამისად, მეორე ეტაპზე მოსარჩელისა და Tinder-ის წარმომადგენელ ადვოკატებს
        უფლება აქვთ, აირჩიონ დამატებით 20 საარბიტრაჟო პროცესის მოთხოვნა (ჯამში 40 მოთხოვნა), მესამე ეტაპზე - 25 მოთხოვნა (ჯამში 50 მოთხოვნა), მეოთხე ეტაპზე - 30 მოთხოვნა (ჯამში 60 მოთხოვნა), ხოლო მეხუთე ეტაპზე - 35 მოთხოვნა (ჯამში 70 მოთხოვნა). თითოეული ეტაპზე ყოველ ინდივიდუალურ საარბიტრაჟო პროცედურას წარმართავს საქმის სხვადასხვა არბიტრი და ძირითადი სამართალწარმოების დამატებითი ეტაპების მიმდინარეობისას, პროცედურული არბიტრის მიერ საარბიტრაჟო მოთხოვნების არჩევის შემდეგ დაუშვებელია ერთობლივ სარჩელის შემადგენლობაში შემავალი სხვა არბიტრაჟის შექმნა, წარმოება, განხილვა ან განხილვის პროცესში არსებობა. ძირითადი სამართალწარმოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ძირითადი სამართალწარმოების მეორე ეტაპის გამართვამდე, მხარეების წარმომადგენელმა ადვოკატებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საყოველთაო მედიაციაში, რომელიც გაიმართება ფედერალური ან საშტატო სასამართლოს თანამდებობიდან გადამდგარი მოსამართლის თანდასწრებით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები სხვაგვარად არიან შეთანხმებულნი). აღნიშნული პროცესის დროს შუამავლის მომსახურების საფასურს გადაიხდის Tinder. ძირითადი სამართალწარმოების მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ეტაპების დასრულების შემდეგ ორივე მხარის წარმომადგენელმა ადვოკატმა უნდა განიხილოს დამატებითი მედიაციის ჩატარების საკითხი და ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ გადაიჭრას დარჩენილი საარბიტრაჟო პროცესის მოთხოვნა, თუმცა მედიაციის წამოების დაწყება შესაძლებელი გახდება მხოლოდ ყველა მხარის მხრიდან თანხმობის განცხადების შემდეგ. 

        თუკი მხარეები ძირითადი სამართალწარმოების მეხეუთე ეტაპის შემდეგაც ვერ შეთანხმდებიან დარჩენილ საარბიტრაჟო მოთხოვნებზე და უარს განაცხადებენ ძირითადი სამართალწარმოების დამატებითი პროცედურების წარმოებაზე, მოსარჩელე მხარისა და Tinder-ის წარმომადგენლები, NAM-თან შეთანხმების საფუძველზე, იმსჯელებენ დარჩენილი საარბიტრაჟო მოთხოვნების ინდივიდუალური განხილვის სამართლიან წარმოებაზე. აღნიშნული პროცესის ფარგლებში პროცესუალური არბიტრი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საარბიტრაჟო მოთხოვნების იმ რაოდენობაზე, რომლის ინდივიდუალურად განხილვაც შეიძლება გაგრძელდეს ნებისმიერ დროს, და დაადგენს განსახილვევლი საარბიტრაჟო მოთხოვნების შერჩევის მეთოდს. ამასთან, არბიტრმა უნდა გაითვალისწინოს ინდივიდუალური არბიტრაჟების ის რაოდენობა, რომლის ერთდროულად მართვას შეძლებენ მოსარჩელე მხარეთა და Tinder-ის იურისტები. ასევე, უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური არბიტრაჟების ის ოდენობა, რომლის ადმინისტრირებასაც შეძლებს NAM. მოთხოვნა, რომელიც არ წარმოადგენდა ძირითადი სამართალწარმოების შემადგენელ ნაწილს, ჩაითვლება წარდგენილად, დამუშავებულად ან განხილულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას შეარჩევს პროცესუალური არბიტრი. არბიტრაჟის მოთხოვნების პირველი ეტაპის გადაწყვეტის შემდეგ (ჯამში 30 საარბიტრაჟო მოთხოვნა) მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეთანხმდნენ იმაზე, რომ უარი განაცხადონ ერთობლივი სარჩელის ნაწილად მიჩნეული საარბიტრაჟო მოთხოვნების განხილვის ძირითადი სამართალწარმოების დამატებით ეტაპზე. ერთობლივი სარჩელის საარბოტრაჟო მოთხოვნებთან დაკავშირებული ყველა გადასახადი, მათ შორის Tinder-სა და მოსარჩელე მხარეზე (თქვენი ჩათვლით) დაკისრებული თანხები, გადახდას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საარბიტრაჟო მოთხოვნა შეირჩევა ძირითადი სამართალწარმოებისთვის ან მას შემდეგ, რაც მას პროცესუალური არბიტრი განსახილველად შეარჩევს ძირითადი სამართალწარმოების დასრულების შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა დაექვემდებარება წარდგენას, დამუშავებასა და განხილვას. მიზანშეწონილია მხარეების რეგულარულად შეხვედრა პროცესების გამარტივების შესაძლებლობების განხილვის მიზნით. განხილვები მოიცავს ძირითადი სამართალწარმოების პროცესის ეტაპებზე განსახილველი საარბიტრაჟო განცხადებების ოდენობის გაზრდის შესაძლებლობებს. ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია, გადასახადების ოდენობის შემცირებისა და პროცესების გამარტივების თაობაზე მოლაპარაკება აწარმოოს NAM-თან. თუკი თქვენ წარმოადგენთ ერთობლივი სარჩელის მოსარჩელე მხარეს, ნებისმიერი ხანდაზმულობის (ან შეზღუდვების სხვა მოქმედი პერიოდის) მოქმედების ვადა შეჩერდება იმ მომენტიდან, როცა თქვენ დაიწყებთ არაფორმალური დავების გადაწყვეტის პროცესს, წინამდებარე ხელშეკრულების მე-15ა ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების შესაბამისად. თუკი ძირითადი სამართალწარმოების პროცედურებისთვის ერთიანი სარჩელის ფარგლებში შერჩეული პირველი საარბიტრაჟო მოთხოვნები უკვე წარდგენილია, თქვენი მოთხოვნები შეჩერებული იქნება მანამ, სანამ მათ ძირითადი სამართალწარმოებისთვის არ შეარჩევენ მხარეთა იურისტები ან პროცესუალური არბიტრი, ძირითადი სამართალწარმოების დასრულების შემდეგ. კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლო, რომელიც, წინამდებარე შეთანხმების მე-17 პუნქტის გათვალისწინებით, მდებარეობს შესაბამის ტერიტორიაზე, უფლებამოსილია, მოქმედებაში მოიყვანოს წინამდებარე ქვეპუნქტი.

      3. თქვენ და Tinder თანხმდებით, რომ ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია საარბიტრაჟო და მცირე საჩივრების სასამართლო პროცესების ეფექტურად და პატიოსნად წარმართვა. შესაბამისად, გვსურს აღნიშნული პროცესის გამოყენება ჩვენ შორის არსებული ნამდვილი და ჭეშმარიტი დავების სამართლიანად გადასაწყვეტად. თქვენ და Tinder აცნობიერებთ და თანხმდებით იმაზე, რომ იმოქმედებთ კეთილსინდისიერად, რათა უზრუნველყოთ ნამდვილი და ჭეშმარიტი დავების სამართლიანი გადაწყვეტა. ამასთანავე, მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ ერთობლივი სარჩელის წარმოების პროცედურები კეთილგონივრულად შემუშავდა ამგვარ საქმეთა ეფექტურად და სამართლიანად განხილვის მიზნით.

    15ე. სამომავლო ცვლილებები და უკუ ძალის მქონე უფლებების გამოყენება

    წინამდებარე შეთანხმების მე-15 პუნქტით დავების გადაწყვეტის შესახებ ვრცელდება მხარეებს შორის არსებულ ყველა დავზე, მათ შორის იმ ტიპის პრეტენზიებზე, რომლებიც თქვენ ან Tinder-ის წინააღმდეგ წარმოიშვა წინამდებარე შეთანხმებაზე თანხმობის განცხადებამდე, ასევე, იმ პრეტენზიებზე, რომლებიც თქვენ ან Tinder-ის წინააღმდეგ წარმოიშვება წინამდებარე შეთანხმების თანხმობის განცხადების შემდეგ. მიუხედავად წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულებისა, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე დებულებას, თქვენ უფლებამოსილი ხართ, თქვენ ან Tinder-ის წინააღმდეგ წინამდებარე შეთანხმების გაფორმებამდე წარმოქმნილი პრეტენზიის შემთხვევაში უარი განაცხადოთ დავების გადაწყვეტის შესახებ მე-15 პუნქტის უკუ ძალის მქონე უფლებების გამოყენებაზე. უარის შესახებ განცხადება შეგიძლიათ წერილობითი შეტყობინების სახით გამოგზავნოთ, წინამდებარე შეთანხმების თანხმობიდან 30 დღის განმავლობაში, შემდეგ ელფოსტაზე: tinderoptout@match.com. გთხოვთ, მომხმარებელთა მხარდაჭერასთან დაკავშირებულ რაიმე სახის მოთხოვნას ნუ გაგზავნით ელფოსტაზე: tinderoptout@match.com, რადგან ისინი არ დამუშავედება; ამგავრი მოთხოვნები უნდა გაეგზავნოს მომხმარებელთა მხარდაჭერას. მოთხოვნას აუცილებლად დაურთეთ ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელს გახდის თქვენი ანგარიშ(ებ)ის იდენტიფიცირებას, მაგალითად, თქვენს ანგარიშ(ებ)თან დაკავშირებული ელფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი; აგრეთვე, დაურთეთ განაცხადი იმის თაობაზე, რომ თქვენ უარს აცხადებთ დავების გადაწყვეტის შესახებ მე-15 პუნქტში მოცემული წესით დადგენილი უკუ ძალის მქონე უფლებების გამოყენებაზე. გაითვალისწინეთ: თუ უარს განაცხადებთ დავების გადაწყვეტის შესახებ მე-15 პუნქტის წესით დადგენილი უკუ ძალის მქონე უფლებების გამოყენებაზე, თქვენ მაინც დაექვემდებარებით და მაინც დაგეკისრებათ ვალდებულება, დაიცვათ დავების გადაწყვეტისა და არბიტრაჟის პროცედურების შესახებ ნებისმიერი სხვა პუნქტის დებულება, რომელზეც აქამდე განაცხადეთ თანხმობა. ეს მოიცავს ისეთ დებულებებსაც, რომლებიც დაკავშირებულია არბიტრაჟთან, ერთობლივ სარჩელზე უარის თქმასა და უკუ ძალის მქონე უფლებების გამოყენების პუნქტებთან. გარდა ზემოაღნიშნულისა, მიუხედავად იმისა, განაცხადებთ თუ არა უარს უკუ ძალის მქონე უფლებების გამოყენების წინამდებარე ცვლილებებზე, წინამდებარე შეთანხმების გაფორმების შემდეგ თქვენ ან Tinder-ის წინააღმდეგ წარმოქმნილ ნებისმიერ პრეტენზიას მხარეები გადაჭრიან დავათა გადაწყვეტის წინამდებარე პუნქტის შესაბამისად.

  16. 16. მოქმედი კანონმდებლობა

    ტეხასის კანონმდებლობა და ფედერალური საარბიტრაჟო აქტი ვრცელდება ნებისმიერ დავაზე (გარდა კანონმდებლობით აკრძალული შემთხვევებისა). 

    გესმით და აღიარებთ, რომ Tinder-ის ცენტრალური ოფისი მდებარეობს ტეხასში, დალასის შტატში. ეთანხმებით, რომ მომსახურება, წინამდებარე შეთანხმება და ყველა სახის დავა, მათ შორის, წინამდებარე შეთანხმებასთან ან ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა ან დავა, ტეხასის შტატის (აშშ), დალასის ოლქში წარმოშობილად იცნევა და არა სხვა რომელიმე შტატში ან ოლქში. შესაბამისად თანხმდებით, რომ ყველანაირ დავაზე ვრცელდება ტეხასის კანონმდებლობა და ფედერალური საარბიტრაჟო აქტი (გარდა კანონმდებლობით აკრძალული შემთხვევებისა). ტეხასის შტატის (აშშ) კანონმდებლობა, მისი სამართლებრივი კოლიზიის ნორმების მიუხედავად, უშუალოდ ვრცელდება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ან ჩვენი მომსახურების მოწოდებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ნებისმიერ დავაზე, ხოლო მე-15 პუნქტში გათვალისწინებული დავების გადაწყვეტის პროცესი დარეგულირდება ფედერალური საარბიტრაჟო აქტით. ორივე მხარე ეთანხმება, რომ აღნიშნული არჩევანის უფლების შესახებ შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას და ათავისუფლებს მხარეებს იმ უფლებებისგან, რომ სასამართლომ განახორციელოს სამართლებრივი კოლიზიის ანალიზი. ევროკავშირსა და ევროპის ეკომონიკურ ზონაში ტეხასის მოქმედი კანონმდებლობა არ გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელთა დაცვის შესახებ სავალდებულო კანონი პირდაპირ კრძალავს ამგვარი გზით იურისდიქციას.

  17. 17. ფორუმის / ადგილის არჩევა

    დასაშვები კანონმდებლობის მაქსიმალურ ფარგლებში, ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც რაიმე მიზეზის გამო არბიტრაჟში არ გადაიგზავნა, განხილულ უნდა იქნეს ტეხასის შტატის დალასის ოლქის სასამართლოში (გარდა მცირე საჩივრების, EU-ში, EEA-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და შვეიცარიაში მცხოვრები მომხმარებლებისა ან სხვა იურისდიქციებში მცხოვრებე მომხმარებლებისა, მათთვის ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრძალვის გამო). 

    Except where prohibited by law, including for users residing in the EU, EEA, UK or Switzerland, who may bring claims in their country of residence in accordance with applicable law, and except for claims that are heard in a small claims court as set forth in Section 15, any claims arising out of or relating to this Agreement (including any challenges to the class action waiver provision in subsection 15b), to our Services, or to your relationship with Tinder that for whatever reason are not required to be arbitrated or filed in small claims court, will be litigated exclusively in the federal or state courts located in Dallas County, Texas, U.S.A. You and Tinder consent to the exercise of personal jurisdiction of courts in the State of Texas and waive any claim that such courts constitute an inconvenient forum.

  18. 18. თქვენი გარანტია ზარალის ანაზღაურებაზე

    თქვენ თანახმა ხართ, ზარალი აუნაზღაუროთ Tinder-ს იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ქმედებების საფუძველზე Tinder-ის წინააღმდეგ აღიძრება საჩივარი. 

    თქვენ თანახმა ხართ, რომ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში აანაზღაუროთ ზარალი, დაიცვათ და პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლოთ Tinder, ჩვენი შვილობილი კომპანიები, მათი და ჩვენი შესაბამისი თანამდებობის პირები, დირექტორები, აგენტები და თანამშრომლები ნებისმიერი და ყველა ტიპის საჩივრის, მოთხოვნის, პრეტენზიის, ზიანის, დანაკარგის, ხარჯის, ვალდებულებებისა და დანახარჯების, მათ შორის, ადვოკატის მომსახურების საფასურის არსებობის შემთხვევაში, თუკი ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოიშვა ან ნებისმიერი მიზეზით დაკავშირებულია ჩვენს მომსახურებაზე თქვენს წვდომასთან ან გამოყენებასთან, თქვენს კონტენტთან, სხვა მომხმარებლების მისამართით თქვენ მიერ ჩადენილ ქმედებებთან ან თქვენ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევასთან. ზოგიერთი იურისდიქცია არ ითვალისწინებს ზარალის ანაზღაურებას, შესაბამისად, წინამდებარე პუნქტის ზოგიერთი ან არცერთი დებულება შესაძლოა არ გავრცელდეს თქვენზე.

  19. 19. თანხმობა პირობებზე

    ჩვენი მომსახურების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე შეთანხმების პირობებს. 

    ჩვენი მომსახურების გამოყენებით, იქნება ეს მობილური მოწყობილობის, მობილური აპლიკაციის, თუ კომპიუტერის მეშვეობით, თქვენ ეთანხმებით პასუხისმგებლობა აიღოთ (i) აღნიშნულ პირობებზე, რომლებზეც შესაძლოა, დროთა განმავლობაში, ცვლილებები განვახორციელოთ; (ii) ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკაა, ქუქი-ფაილების პოლიტიკა, გაიდლაინები მომხმარებლებისთვის და უსაფრთხოების რჩევები (iii) დამატებითი პირობები შენაძენის განხორციელებისას. თუ არ ეთანხმებით ყველა პირობას და არ იღებთ პასუხისმგებლობას შეთანხმების შესაბამისად იმოქმედოთ, თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ჩვენი მომსახურება. ყველა ნაცვალსახელი და მისი ნებისმიერი ვარიანტი ითვლება, რომ მიუთითებს მამრობით, მდედრობით ან საშუალო სქესზე, ასევე, მხოლობით/მრავლობით ფორმაზე, რომელთაც შესაძლოა დასახელებული პირების ან ორგანიზაციების იდენტობის გამოაშკარავებაზე მიუთითონ.

  20. 20. მთლიანი შეთანხმება

    წინამდებარე შეთანხმება აბათილებს ნებისმიერ წინა ხელშეკრულებასა თუ ვალდებულებას. 

    წინამდებარე პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, ქუქი-ფაილების შესახებ პოლიტიკასთან, მომხმარებელთ გაიდლაინებთან და უსაფრთხოების შესახებ ინსტრუქციებთან ერთად, ასევე, შენაძენის განხორციელებისას არსებული ნებისმიერი დამატებითი პირობა, წარმოადგენს ჩვენი მომსახურების გამოყენების შესახებ თქვენსა და Tinder-ს შორის დადებული შეთანხმების სრულ ვერსიას. წინამდებარე პირობები აბათილებს ჩვენ შორის როგორც წერილობით, ისე ზეპირად დადებულ ყველა წინა შეთანხმებას, ვალდებულებასა და მოლაპარაკებას. თუკი წინამდებარე პირობების რომელიმე დებულება ჩაითვლება ბათილად, არაკანონიერად, ან სხვა მიზეზთა გამო შეუსრულებალდ, დარჩენილი დებულებები სრულად განაგრძობს მოქმედებას. კომპანიის მიერ წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული უფლებების ან ვალდებულებების შესრულება ან შეუსრულებლობა არ ითვლება მოცემული უფლების ან დებულების უარყოფად. თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Tinder-ის თქვენი ანგარიში არ ექვემდებარება სხვისთვის გადაცემას და მასთან ან მის კონტენტთან დაკავშირებული თქვენი ყველა უფლებამოსილება შეგიწყდებათ ქვენი გარდაცვალებისთანავე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების გარდა. წინამდებარე შეთანხმებით თქვენთვის მონიჭებული ნებიმისმიერი უფლებება ან ლიცენზია არ ექვემდებარება თქვენ მიერ მათ სხვისთვის გადაცემას ან დათმობას, თუმცა შესაძლებელია ჩვენთვის მათი შეუზღუდავად გადმოცემა. წინამდებარე პირობების შედეგად არ იქმნება სააგენტო, პარტნიორული, ერთობლივი საწარმოს, ნდობაზე დაფუძნებული ან სხვა განსაკუთრებული ტიპის თანამშრომლობა თუ საქმიანი ურთიერთობა, შესაბამისად, გეკრძალებათ Tinder-ის სახელით ან რაიმე ფორმით მასთნ დაკავშირებული განცხადებების გაკეთება.

  21. 21. განსაკუთრებული სახელმწიფო პირობები

    განსკუთრებული პირობები ეხებათ არიზონის, კალიფორნიის, კოლორადოს, კონექტიკუტის, ილინოისის, აიოვას, მინესოტას, ნიუ-იორკის, ჩრდილოეთ კაროლინის, ოჰაიოს, როდ-აილენდისა და ვისკონსინის მაცხოვრებლებს.

    • ნიუ-იორკში მცხოვრები გამომწერებისთვის:

      • მომსახურება არ იძლევა მეჩების ან პოტენციური პაემნების კონკრეტული რაოდენობის რაიმე გარანტიას - მომსახურების ფუნქციონირებაში მოიაზრება ის, რომ გამომწერს შეუძლია დაათვალიეროს იმდენი პროფილი, რამდენსაც მოისურვებს;

      • წრილობითი სახის წინასწარი შეტყობინებისა და Tinder-ისთვის ამ უკანასკნელის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: Tinder Legal, P.O. Box 25472, Dallas, Texas 75225, USA, გამომწერებს შეუძლიათ თავიანთი გამოწერების დროებით, ერთ წლამდე ვადით შეჩერება;

      • თქვენი ინფორმაციის გამოყენების პირობებისა და მასზე წვდომის საშუალებების გასაცნობად იხილეთ პუნქტი 5 და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა;

      • შეგიძლიათ იხილოთ ნიუ-იორკის გაცნობის სერვისების მომხმარებლის უფლებების კანონპროექტი.

    • ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები გამომწერებისთვის: შეგიძლიათ იხილოთ ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრებ შემსყიდველთა უფლებები.

    • ილინოისში, ნიუ-იორკში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ოჰაიოში მცხოვრები გამომწერებისთვის: ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომია ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით - თუკი მიგაჩნიათ, რომ საცხოვრებლად გადახვედით ისეთ ადგილას, სადაც ჩვენი მომსახურება არაა ხელმისაწვდომი, წერილობით მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: Tinder Legal, P.O. Box 25472, Dallas, Texas 75225, USA, და ჩვენ, თქვენთან ერთად მუშაობის საფუძველზე, შემოგთავაზებთ ალტერნატიულ მომსახურებას ან დაგიბრუნებთ თანხას.

    • არიზონაში, კალიფორნიაში, კოლორადოში, კონექტიკუტში, ილინოისში, აიოვაში, მინესოტაში, ნიუ-იორკში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოში, როდ აილენდში და ვისკონსინში მცხოვრები გამომწერებისთვის

      • თქვენ გენიჭებათ უფლება, ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი გამოწერა ყოველგვარი სანქციისა და ვალდებულების დაკისრების გარეშე, თქვენი გამოწერის თარიღიდან მესამე სამუშაო დღის შუაღამემდე.

      • გამოწერის ვადის დასრულებამდე თქვენი გარდაცვლების შემთხვევაში თქვენს მემკვიდრეს ენიჭება უფლება, დაიბრუნოს გამოწერაში თქვენ მიერ გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომელიც ვრცელდება თქვენი გარდაცვალების შემდგომ პერიოდზე.

      • იმ შემთხვევაში, თუკი გამოწერის ვადის დასრულებამდე დაკარგავთ ქმედითუნარიანობას (იმგვარად, რომ ჩვენი მომსახურების გამოყენება თქვენთვის შეუძლებელი გახდა), თქვენ გენიჭებათ უფლებამოსილება, დაიბრუნოთ გამოწერაში თქვენ მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხის ის ნაწილი, რომელიც ვრცელდება თქვენი ქმედითუნარიანობის დაკარგვის შემდგომ პერიოდზე, რისთვისაც კომპანიას აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოთ იმავე წესით, რომელიც განმარტებულია ზემოთ, მე-8 პუნქტში და რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნას თანხის დაბრუნების თაობაზე.

    • კოლორადოში მცხოვრები აბონენტებისთვის: გაეცანი ჩვენს უსაფრთხოების პოლიტიკას და იპოვე ადგილობრივი რესურსები აქ.

22.

22. SPECIAL COUNTRY TERMS

Special terms apply in Denmark and the United Kingdom.

For subscribers residing in Denmark and the United Kingdom:

If you wish to exercise your right of cancellation, you may complete and send the below standard form of cancellation. NOTE: if you purchased your subscription through Apple, the termination or cancellation must be sent to Apple.

Exception to the right of cancellation: You cannot cancel an order that includes a delivery of digital content that is not delivered on a physical medium if order processing has begun with your express, prior consent and acknowledgment that you thereby waive your right of cancellation. This applies, for example, to the purchase of Virtual Items. This means that these types of purchases are FINAL AND NON-EXCHANGEABLE OR REFUNDABLE.

Cancellation Form To MTCH Technology Services Limited, Tinder, Attn: Cancellations, MTCH Technology Services Limited, 1 Hatch Street Upper, Dublin 2, Ireland D02PY28, email: legaldept@match.com.

I hereby declare that I wish to exercise my right of withdrawal in connection with my purchase agreement for the provision of the following services:

  • Order number:

  • Order date:

  • Customer's name:

  • Customer's address:

  • Customer's email address:

  • The customer's phone number:

  • Date:

For users residing in the United Kingdom:

If you believe we have taken action against your content or account in a way that does not comply with these Terms, you have the right to bring a claim for breach of contract under UK law. We encourage you to first submit an appeal, as this may lead to a faster and more efficient resolution.